სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 1-ელი ივნისიდან იზრდება
სოციალურად დაუცველი ბავშვთა დახმარება პირველი ივნისიდან გაიზრდება.
განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა
მთავრობის სხდომაზე. პრემიერის თქმით, ზაფხულიდან ისინი 100-ის
ნაცვლად 150 ლარს მიიღებენ.
ეს გადაწყვეტილება 215 ათასზე მეტ ბავშვს შეეხება.
"ამ მიმართულებით 341 მილიონი ლარი იქნება წელს ჯამური ბიუჯეტი. ასევე, ეს დახმარება მომავალ წელსაც გაგრძელდება და ჩვენი გადაწყვეტილებაა, რომ აღნიშნული გაგრძელდეს ყოველ წელს. ბავშვებზე ზრუნვა არის ჩვენი პირდაპირი მოვალეობა. ჩვენ ყველას გვაღელვებს სოციალურად დაუცველი ადამიანების მდგომარეობა", - განმარტა პრემიერმა.