რა სამუშაოები ტარდება ზუგდიდის ბულვარში [ფოტო]
ზუგდიდის ბულვარში სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ტერიტორიის ნაწილი შემოსაზღვრულია.
იგეგმება ფილების, სანათების, ურნების და სკამების შეცვლა.

მერიაში ამბობენ, რომ სამუშაოები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებული პროგრამის - "განახლებული რეგიონების" ნაწილია და მის ფარგლებში ხორციელდება.
რა თანხა დაიხარჯება საამისოდ, "ლაივპრესს" უთხრეს, რომ სამუშაოები ერთიანი ბიუჯეტის ფარგლებში მიმდინარეობს, ამიტომ რთულია იმის თქმა, თუ რამდენი გამოიყო ზუგდიდისთვის.

ბულვარში მდგარი სკამები და ურნები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საკუთრებაა, ამიტომ, განახლების შემდეგ, მერიის გადაწყვეტილებით შესაძლოა რომელიმე ადმინისტრაციულ ერთეულში მოქმედ სკვერში განათავსონ.
"ძალიან ლამაზი ბულვარი გვექნება. ადგილობრივი ბიუჯეტიდან ერთი თეთრიც არ იხარჯება", - აცხადებენ მერიაში.

"განახლებული რეგიონების" ფარგლებში ზვიად გამსახურდიას გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. რამდენიმე შენობის გარე ფასადი უკვე განახლდა.
განახლებული რეგიონების" 4-წლიანი პროგრამა საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია.

ზუგდიდის ბულვარის რეკონსტრუქცია 2018 წელსაც განხორციელდა. მაშინ სამუშაოებში 789 970,49 ლარი დაიხარჯა.