TI საქართველოს 5 ივლისს დაზარალებული ჟურნალისტების უფლებების დასაცავად შსს-ს წინააღმდეგ სარჩელი შეაქვს
"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" 18 აპრილს სარჩელით
მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 ივლისის
მოვლენების დროს ტელეკომპანიების "მთავარის", "ფორმულასა" და "„TV
პირველის“, ასევე On.ge - ს დაზარალებული 24 ჟურნალისტის უფლებების
დასაცავად.
ორგანიაციის ინფორმაციით, სარჩელი მიმართულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ, რომელმაც 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების აგრესიისა და თავდასხმისგან არ დაიცვა ჟურნალისტების ჯანმრთელობა და ვერ უზრუნველყო მათი პროფესიული საქმიანობის შესრულებისათვის სათანადო პირობები.
"საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით, სწორედ, სახელმწიფოს აკისრია ვალდებულება დაიცვას მოქალაქეების, მათ შორის მედიის წარმომადგენლები, ხოლო მისი შეუსრულებლობისათვის სათანადოდ აგოს პასუხი. ზუსტად ამიტომ, სახელმწიფოს უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა აღნიშნული ფუნქციის შეუსრულებლობის გამო, მათ შორის მორალური ზიანის ანაზღაურების სახით", - ნათქვამია განცხადებაში.
მათივე ცნობით, ახლო მომავალში, "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" კიდევ ერთი სარჩელით მიმართავს სასამართლოს იმ მატერიალური ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით, რომელიც ტელეკომპანიებს 5 ივლისის თავდასხმების დროს ტექნიკის განადგურების გამო მიადგათ.