რიკოთის გვირაბში გადაადგილება შეიზღუდება
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო
გზის 143-ე კმ-ზე მდებარე
რიკოთის საავტომობილო გვირაბში გადაადგილება იკრძალება. საავტომობილო
გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მიზეზი პროფილაქტიკური
სამუშაოებია.
ამ მიზნით, 19 აპრილის 21:00 სთ-დან 20 აპრილის 07:00 სთ-მდე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა
საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.