ზუგდიდელი მოკრივე ევროპის ჩემპიონატის მინიმუმ ბრინჯაოს მედლის პრიზიორია
ბულგარეთში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, ზუგდიდელმა
მოკრივემ, თათია ბუკიამ იტალიელი მეტოქე დაამარცხა.
კრივის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, ეს არის პირველი, მინიმუმ ბრინჯაოს სინჯის მედალი, რომელიც ქართველმა სპორტსმენმა მოიპოვა.
თათია ბუკია 75 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს.
მან შარშან, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
იგივე შედეგი უჩვენა თათია ბუკიამ 2019 წელს გამართულ შეჯიბრზეც.
ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები 13 სპორტსმენითაა წარმოდგენილი. მათ შორის არიან ზუგდიდელი და ხობელი მოკრივეებიც.