ნიკოლოზ შამათავა საქართველოს ექვსგზის ჩემპიონია
თბილისში დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი ჭადრაკში 14 და 18 წლამდე
ჭაბუკთა და გოგონათა შორის.
ზუგდიდელმა მოჭადრაკემ, ნიკოლოზ შამათავამ, 14 წლამდე ჭაბუკთა შორის 9 ტურიანი დისტანცია დაუმარცხებლად გაიარა - 6 მოგება და 3 ფრე. მან 7.5 ქულით საქართველოს ჩემპიონის ტიტული უკვე მეექვსედ მოიპოვა.
ნიკოლოზ შამათავას მადონა ბოკუჩავა წვრთნის.

აკაკი ყალიჩავა
ასევე ზუგდიდელმა გრიგოლ ბეჭვაიამ 5 ქულით მე-14 ადგილი მოიპოვა შეჯიბრზე.
18 წლამდე ჭაბუკთა შორის კი, გიორგი ნაყოფია 6 ქულით მე-4 ადგილზე გავიდა.
ამავე ასაკობრივ კატეგორიაში, ფოთელი აკაკი ყალიჩავა 8 ქულით საქართველოს ჩემპიონი გახდა. მან ეს ტიტული შარშანაც მოიპოვა.