ახალი ამბები
„ნუ იძალადებ“ - ზუგდიდში მიუსაფარი ცხოველების დასაცავად კანონის გამკაცრება მოითხოვეს [ფოტო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდში მიუსაფარ ცხოველებზე ძალადობა გააპროტესტეს. აქციის მონაწილეები ტრანსფარანტებით შეიკრიბნენ ცენტრალური ბულვარის ტერირორიაზე, ძაღლების ფოტოებთან ერთად და საზოგადოებას შეახსენეს, რომ მათი წამება დანაშაულია.

აქციის მონაწილე მეგი გულაია ამბობს, რომ მიუსაფარი ცხოველების პრობლემა ძალიან აწუხებს. სწორედ ამ მიზეზით გამოვიდა დღეს ქუჩაში. თავად მიუსაფარი კატა შეიკედლა და უვლის. ფიქრობს, ეს ის საკითხია, რომელიც არ შეიძლება ადამიანმა გულგრილად გვერდზე გადადოს. პირიქით, პრიორიტეტი უნდა გახდეს მათი სიცოცხლის შენარჩუნებაზე ზრუნვა. ამ პროცესში კი, თითოეული მოქალაქის ხმა მნიშვნელოვანია.

"ჯერ კიდევ ვერ ამაღლდა ადამიანების ცნობიერება იმ დონემდე, რომ გაიაზრონ, რამდენად მნიშვნელოვანია იცოცხლოს კონკრეტულმა არსებამ. ვფიქრობ ახალგაზრდების ხმა ძალიან ბევრ რამეს შეცვლის, რაც უფრო ბევრნი გამოვალთ ხვალ. ძალიან ხშირად მხვდება ფაქტები, როცა ისე ვექცევით ცხოველებს, თითქოს მათი სიცოცხლე არაფერს ნიშნავს", - აცხადებს მეგი გულაია.

აქციის ორგანიზატორ დავით ვაჩეიშვილის თქმით, დღევანდელი შეკრების მიზანია კონკრეტულ, გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებს და საზოგადოებას დაანახონ ის საჭიროებები, რაც მიუსაფარ ცხოველებს აქვთ. მათ შორის ადამიანების დამოკიდებულების გამო.

"ძალიან ხშირად შემიმჩნევია ძაღლზე ძალადობა და გულთან მიმაქვს ეს ყველაფერი. ვფიქრობ, შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გაამკაცრონ კანონი. დასჯადი უნდა იყოს ცხოველზე ძალადობა. უნდა აიკრძალოს ცხოველის დასმა, მოხდეს მათი დაჩიპვა და შეწყდეს ძალადობა", - აღნიშნა დავით ვაჩეიშვილმა.

კიდევ ერთი მოთხოვნაა, სავალდებულო გახდეს ცხოველების კასტრაცია-სტერილიზაცია.

აქციის მონაწილეების თქმით, იმისთვის, რომ მათი მოთხოვნები დაკმაყოფილდეს, პერიოდულად უნდა შეიკრიბონ მიუსაფარ ცხოველთა უფლებების დასაცავად.

ამ მოთხოვნით მოქალაქეებმა ზუგდიდში მანამდეც რამდენჯერმე გამართეს აქცია. ერთ-ერთი მოთხოვნა მიუსაფარი ცხოველების თავშესაფარია.

რეგიონული განვითარების სამინისტრომ 2018 წელს დააანონსა, რომ მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარი ყველა რეგიონს 2019 წლის ბოლოსთვის ექნებოდა. სამეგრელოში საამისოდ ზუგდიდში, სოფელ ჭითაწყარის ტერიტორია შეირჩა. მომზადდა პროექტი, თუმცა შემდეგ მუნიციპალური განვითარების ფონდში გვითხრეს, რომ პანდემიის გამო, ბიუჯეტში კორექტირება მოხდა და ამ ეტაპზე ძაღლების თავშესაფრის მშენებლობა გეგმაში არ აქვთ.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.