ხანძარი გაჩნდა რუსეთში, ქალაქ ბრიანსკის ნავთობსაცავში
Share
რუსეთში, ქალაქ ბრიანსკში ნავთობსაცავში ხანძარია.
ინფორმაციას "ტასი" ავრცელებს".
საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ადასტურებს, რომ ცეცხლი საწვავის
ავზებს უკიდია.
რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.
ადგილზე მაშველები განაგრძობენ მუშაობას.