ახალი ამბები
ენმ-ის თავმჯდომარე გიორგი მარგველაშვილი ხდება - „რუსთავი 2“
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ხდება. ინფორნაციას "რუსთავი 2" ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, გიორგი მარგველაშვილმა მიხეილ სააკაშვილისგან შეთავაზება მიიღო და პარტიაშიც საკითხი უკვე გადაწყვეტილია.

გიორგი მარგველაშვილი ამ ეტაპზე ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს.

ექსპრეზიდენტი ენმ-ის ლიდერებთან ერთად 15 აპრილს კიევში იმყოფებოდა. მაშინ მარგველაშვილმა თქვა, რომ აქ ჩამოსვლა მიხეილ სააკაშვილთან შეთანხმებით გადაწყდა.

"ნაციონალურ მოძრაობას" ჯერჯერობით ნიკა მელია ხელმძღვანელობს.