ენმ უარყოფს ინფორმაციას, რომ პარტიის თავმჯდომარე გიორგი მარგველაშვილი იქნება
"ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" უარყოფენ ინფორმაციას, რომ პარტიის
თავმჯდომარე ექსპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გახდება.
ინფორმაციას გამოეხმაურა ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი.
"ევტუშენკოვი - ბორინკას ჩანაწერების "გადაფარვის" იაფფასიანი მცდელობა სახელისუფლებო მედიაზე დაყრდნობით. ტყუილია და ნუ აყვებით სახელისუფლებო - სუსის პროპაგანდას", - წერს ის ფეისბუკზე.
ცოტა ხნის წინ "რუსთავი 2-მა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ხდება. ტელეკომპანიის ცნობით, გიორგი მარგველაშვილმა მიხეილ სააკაშვილისგან შეთავაზება მიიღო და პარტიაშიც საკითხი უკვე გადაწყვეტილია.