ბიძინა ივანიშვილის და მისი ნათესავების რუსული ბიზნესი - კვლევა
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" კვლევა გამოაქვეყნა, სადაც
საუბარია ექსპრემიერ ბიძინა
ივანიშვილისა და მისი ნათესავების რუსული ბიზნეს საქმიანობის
შესახებ.
კვლევის ავტორთა თქმით, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, "ქართულ ოცნებას" არც დაუმალავს, რომ ისინი რუსეთთან ე.წ. არგაღიზიანების პოლიტიკას გაატარებდნენ. წლების განმავლობაში კი, მათ შორის ხელისუფლების პოლიტიკის ხელშეწყობით, ეკონომიკის გარკვეული სეგმენტები რუსეთზე მნიშვნელოვნად დამოკიდებული გახდა.
ორგანიზაცია ამბობს, რომ პოლიტიკიდან ფორმალურად წასვლის მიუხედავად, ივანიშვილი ინარჩუნებს გავლენას საქართველოს მმართველ პარტიასა და მთელ რიგ ინსტიტუციებზე, სადაც დღემდე მის კომპანიებში, ან პირადად მასთან ნამუშევარი ადამიანები იკავებენ უმაღლეს თანამდებობებს.
"საერთაშორისო გამჭვირვალობის" შეფასებით, დემოკრატიულ ინსტიტუციებზე ამგვარი გავლენა სახელმწიფოს მიტაცებად კვალიფიცირდება. იმ ფონზე კი, როდესაც ქვეყნის არაფორმალურ მმართველს სერიოზული ბიზნესინტერესები გააჩნია მტრულ სახელმწიფოში, გარკვეული საფრთხე შეიძლება შეექმნას ქვეყნის უსაფრთხოებასა და მის საგარეო კურსს.
"გამჭვირვალობა" ამბობს, რომ 2011 წელს პოლიტიკაში მოსვლისას, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ რუსეთში კუთვნილ ბიზნესს გაასხვისებდა, რათა ქართულ საზოგადოებაში არ გაჩენილიყო ზედმეტი კითხვები. რუსეთში მის სახელზე პირდაპირ რიცხული აქტივები ივანიშვილმა მართლაც გაყიდა, თუმცა, კვლევით დადგინდა, რომ ის 2012-2019 წლებში, საკუთარი ოფშორული კომპანიების მეშვეობით მინიმუმ 10 რუსულ კომპანიას მაინც ფლობდა, რაც შვილობილი და დაკავშირებული კომპანიების კიდევ უფრო ფართო ქსელის ნაწილია.
დღეს ბიძინა ივანიშვილს, იგივე სქემით სულ მცირე 1 კომპანია აქვს რუსეთში – შპს "აკვა-სფეისი".
რუსეთში აქტიურ სამეწარმეო საქმიანობას ეწევიან ბიძინა ივანიშვილის ნათესავებიც, რომლებსაც საერთო კომპანიები რუსეთის ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსნების ოჯახის წევრებთან გააჩნიათ, და ეს თავად ივანიშვილის ბიზნესინტერესებად შეიძლება განვიხილოთ, - ნათქვამია კვლევაში. დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შემდეგ, ივანიშვილის ნათესავების ერთ-ერთი ბიზნეს პარტნიორი სანქცირებულთა სიაში მოხვდა.
კერძოდ, ბიძინა ივანიშვილის ძმას, ალექსანდრე ივანიშვილს და დეიდაშვილს, უჩა მამაცაშვილს კომპანია "გეო ორგანიკსის" გავლით საერთო ბიზნესი აქვთ აშშ-ის სანქციების ქვეშ მყოფ, ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ "კაგებეს" (სსრკ-ის "სუკ"-ის) გენერალ და სანქტ-პეტერბურგის ყოფილ გუბერნატორ, გეორგი პოლტავჩენკოსთან და ასევე, ვოლგოგრადის ყოფილ გუბერნატორ როლანდ ხერიანოვთან, რომლის მეუღლეც, სახელმწიფო დუმის ყოფილი წევრი და ცნობილი პროპაგანდისტული ვიდეოს – "ბიძია ვოვა, ჩვენ შენთან ვართ" – ავტორი ანნა კუვიჩკოა.
რა გზებით ფლობს ბიძინა ივანიშვილი ბიზნესს რუსეთში
1. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ რუსეთში ბიზნესს ბიძინა ივანიშვილი ოფშორული კომპანიების საშუალებით ფლობს. იგივე სქემას საქართველოშიც იყენებს, სადაც რამდენიმე ათეულ კომპანიას ისე ფლობს, რომ მისი სახელი პირდაპირ არსად ჩანს.
"გამჭვირვალობამ" ამ ეტაპზე 3 ოფშორული კომპანია გამოავლინა, რომელთა გამოყენებითაც ივანიშვილი წლების განმავლობაში ინარჩუნებდა ბიზნესს რუსეთში. თუმცა, კვლევის ავტორების თქმით, ეს სრული სურათის მხოლოდ მცირე ნაწილია, რადგან ბიძინა ივანიშვილის მიერ გასხვისებული რუსული კომპანიების ამჟამინდელ მეწილეებს შორის კიდევ 20-ზე მეტი ოფშორული კომპანია ფიგურირებს, რომლებმაც ივანიშვილის წილები მას შემდეგ გადაიბარეს, რაც მან რუსული ბაზრიდან გასვლის შესახებ განაცხადა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ამ კომპანიების კვლევა.
მეორე გზა, რომლითაც ბიძინა ივანიშვილს შეიძლება ჰქონდეს ბიზნესინტერესები რუსეთში, მისი ნათესავების სამეწარმეო საქმიანობაა. არასამთავრობო აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი მის ნათესავებს ხშირად ანდობს მისი ინტერესების წარმომადგენლობასა და კომპანიების მართვას. ივანიშვილის ნათესავები, ორგანიზაციის ცნობით, სახელმწიფო საკითხების მოგვარებაშიც მონაწილეობდნენ, რითაც მტკიცდება მათ მიმართ მისი განსაკუთრებული ნდობა. მაგალითად, ცნობილია, რომ უჩა მამაცაშვილი, ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირია. იგი იყო როგორც სახელმწიფო საინვესტიციო ფონდ სს "საპარტნიორო ფონდის" დირექტორის მოადგილე, ისე ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული კერძო ფონდის – "საქართველოს თანაინვესტირების ფონდის" მმართველი კომპანიის მეწილე.
ასევე საინტერესოა რომ, ბიძინა ივანიშვილის საქართველოში მოქმედი ოფშორული კომპანიების ოფიციალური წარმომადგენელი მისი დისშვილი, კახა კობიაშვილია. შესაბამისად, ივანიშვილის ნათესავების სამეწარმეო საქმიანობა რუსეთში ასევე უნდა განვიხილოთ მის ბიზნესინტერესად.
არასამთავრობოს დასკვნით, ბიძინა ივანიშვილი საკუთარ ბიზნესსა და აქტივებს ნდობით აღჭურვილი პირების მეშვეობითაც მართავს. მაგალითად:
ირაკლი ღარიბაშვილი (მოქმედი პრემიერმინისტრი);
ირაკლი ქარსელაძე (რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მოქმედი მინისტრი);
გიორგი ბაჩიაშვილი (საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე); ზვიად ხუხუნაშვილი ("ქართუ ბანკის" ფასიანი ქაღალდების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი).
ბიძინა ივანიშვილის კომპანიები რუსეთში
"გამჭვირვალობის" ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილს ოფშორებში რეგისტრირებული კომპანიების საშუალებით დღესაც აქვს ბიზნესინტერესები რუსეთში. კერძოდ, მისი 3 ოფშორული კომპანია 2012-2019 წლებში, მათ შორის ივანიშვილის პრემიერმინისტრობის დროს, მინიმუმ 10 რუსულ კომპანიას ფლობდა. ამ ოფშორებიდან ერთ კომპანიას დღესაც აქვს აქტიური ბიზნესი როგორც რუსეთში, ისე საქართველოში.
შპს "აკვა-სფეისი"
ბიძინა ივანიშვილი, მისი ოფშორული კომპანია "ვენითი ოუვერსიზ ლიმითედის" მეშვეობით რუსეთში ფლობს შპს "აკვა-სფეისს", რომელიც დღემდე აქტიურია და მისი საქმიანობის სფეროებს შორისაა არასაცხოვრებელი შენობების ყიდვა-გაყიდვა, გაქირავება-მართვა, ასევე ინვესტიციები ფასიან ქაღალდებში, საწესდებო კაპიტალში, არასაცხოვრებელი უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის ეტაპზე სხვადასხვა საშუამავლო მომსახურება და ა.შ.
2015 წლიდან კომპანიის გენერალური დირექტორია ოლგა ბოროვიკოვა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მიერ რუსეთში მისი აქტივების სამართავად დაფუძნებული კომპანია "უნიკორის" სამართალმემკვიდრის, შპს "დოლგოვოე აგენსტვოს" დირექტორიცაა.
"გამჭვირვალობის" ცნობით, 2013 წლის ივნისში, როდესაც ბიძინა ივანიშვილი პრემიერმინისტრი იყო, შპს "აკვა-სფეისს" რუსეთში ორი კომპანია შეერწყა: შპს "ენტერპრაიზის სერვისი" და შპს "პრესტიჟ მარკეტი", ხოლო 2014 წელს კიდევ ერთი კომპანია – შპს "ტრანსფორმინგ ჯგუფი" შეუერთდა.
Vanity Overseas Limited რუსეთის პარალელურად, საქართველოშიც ფლობს ანალოგიური საქმიანობისა და სახელწოდების კომპანია შპს "აკვა ცენტრს", რომელიც 2010 წელს დაფუძნდა და რომლის დირექტორიც ბიძინა ივანიშვილის დისშვილი, კახა კობიაშვილია. კახა კობიაშვილი ბიძინა ივანიშვილის საქართველოში მოქმედი ოფშორული კომპანიების ოფიციალური წარმომადგენელია.
შპს "სამრეწველო ალიანსი ტექგლობალი" და მასთან გაერთიანებული 7 კომპანია
2015 წლამდე ოფშორული კომპანია "ველმინსტოუნ ეს.ეი-ის გავლით, ბიძინა ივანიშვილი ფლობდა რუსულ კომპანიას შპს "სამრეწველო ალიანსი ტექგლობალი", რომელსაც 2014 წელს შეერწყა Wellminstone S.A.-ის კიდევ ერთი კომპანია შპს "რესურსფიუჩერსი". ამ უკანასკნელს, თავის მხრივ, 2008 წლის 31 ივლისს შეერწყა Wellminstone S.A..-ის კიდევ 6 კომპანია: შპს "ტრანსფინანსაქტივი", შპს "ფასიანი ქაღალდების ბაზრის ფინანსურ-ანალიტიკური ჯგუფი", შპს "მეტპრომ ჰოლდინგი", შპს "ტელეკომქსელი", შპს "სპეცპრომტრანსი" და შპს "სერვისტექალიანსი".
"ველმინსტოუნ ეს.ეი-თან ბიძინა ივანიშვილის კავშირს (ბენეფიციარული მესაკუთრეობა) ადასტურებს სინგაპურის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის გადაწყვეტილება. ჭელლმინსტონე შ.A.-ი რუსეთში 2000-იანი წლებიდან მოყოლებული არაერთი კომპანიის დამფუძნებელი და მეწილე იყო.
შპს "ფირმა ავეკი", შპს "ტერსი", შპს "კმა-ჰოლდინგტრანსი" და შპს "მკ-ჰოლდინგი"
"გამჭვირვალობის" ცნობით, ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი ოფშორული კომპანია "ვენიგენ მენეჯმენტ ლიმიტედი" ასევე აქტიურად აარსებდა და ფლობდა კომპანიებს რუსეთში. ამ კომპანიის გავლით 2012-2019 წლებში ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ ფლობდა წილებს მინიმუმ 4 კომპანიაში.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ეს კომპანიები დაკავშირებულია შვილობილი კომპანიების კიდევ უფრო ფართო ქსელთან, რომელიც სხვადასხვა ფორმით ისევ ჭენიგენ Mანაგემენტ Lიმიტედ-ს უკავშირდება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ამ კომპანიების შესწავლა.
ბიძინა ივანიშვილის ნათესავების ბიზნესინტერესები
კვლევის ავტორების თქმით, რუსეთში აქტიურ სამეწარმეო საქმიანობას ეწევიან ბიძინა ივანიშვილის ნათესავებიც:
უჩა მამაცაშვილის საერთო ბიზნესი სანქტ-პეტერბურგის ყოფილ გუბერნატორთან (2011-2018 წწ.) და სანქციების ქვეშ მყოფ გეორგი პოლტავჩენკოსთან – ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილ უჩა მამაცაშვილს რუს მაღალჩინოსან და ამჟამად სანქციების ქვეშ მყოფ გეორგი პოლტავჩენკოსთან საერთო ბიზნესი აქვს, რომელიც მათ შვილებზეა გაფორმებული. 2021 წლის 27 ნოემბერს ტელეკომპანია "ტვ პირველის" ეთერში გავიდა საგამოძიებო სიუჟეტი, რომლის თანახმადაც, უჩა მამაცაშვილის 20 წლის ვაჟი ტატე მამაცაშვილი ფლობს რუსული კომპანია "გეო ორგანიკსის" 25%-ს (2021 წლის თებერვლიდან), ამავე კომპანიის 10% კი ეკუთვნის გეორგი პოლტავჩენკოს ვაჟს ალექსეი პოლტავჩენკოს (2021 წლის აგვისტოდან). აღნიშნული რუსეთის სამეწარმეო რეესტრის დოკუმენტებით დასტურდება.
"დადასტურებული ინფორმაციით, გეორგი პოლტავჩენკო სანქტ-პეტერბურგის ყოფილი გუბერნატორი (2011-2018), "კაგებეს" (სსრკ-ის "სუკ"-ის) გენერალი და ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული პირია. 2018 წლიდან პუტინმა პოლტავჩენკო უმსხვილესი სახელმწიფო კომპანიის – სს "გაერთიანებული გემთმშენებელი კორპორაციის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ დანიშნა. აღნიშნული კავშირები იმიტომაცაა პრობლემური, რომ გეორგი პოლტავჩენკო 2022 წლის 7 აპრილიდან ამერიკის შეერთებული შტატების სანქციების ქვეშ არის, ხოლო "გაერთიანებული გემთმშენებელი კორპორაცია" სანქცირებულია აშშ-ის, ევროკავშირის, შვეიცარიის, კანადის, გაერთიანებული სამეფოსა და უკრაინის მიერ.
"გეო ორგანიკსი" – კომპანია ბიოლოგიურად აქტიურ დანამატებსა და კოსმეტიკურ საშუალებებს აწარმოებს და დიდ ბრიტანეთში, საქართველოსა და რუსეთშია წარმოდგენილი. კომპანია თავდაპირველად რუსეთში შეიქმნა (22.06.2017), შემდეგ საქართველოში (24.07.2017) და ბოლოს – დიდ ბრიტანეთში (19.12.2018). კომპანიის შემოსავალი რუსეთში 2018-2020 წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა: 2018 წელს 55.3 მლნ რუბლი იყო, 2019 წელს – 200 მლნ, ხოლო 2020 წელს – 478.2 მლნ რუბლი.
უჩა მამაცაშვილის და ალექსანდრე ივანიშვილის საერთო ბიზნესი რუსეთის სახელმწიფო დუმის ყოფილ დეპუტატ (2016-2021 წწ.) ანნა კუვიჩკოსთან და ვოლგოგრადის ყოფილ მაღალჩინოსან როლანდ ხერიანოვთან – "ტვ პირველისა" და "ფორმულას" ჟურნალისტებმა ასევე აღმოაჩინეს ივანიშვილის ნათესავების ბიზნესკავშირები როლანდ ხერიანოვთან. ხერიანოვი სხვადასხვა დროს იყო ვოლგოგრადის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ვოლგოგრადის რეგიონული დუმის დეპუტატი და ვოლგოგრადის რეგიონის მთავრობის პირველი ვიცე-პრემიერი. ამასთან, დავადგინეთ, რომ მისი მეუღლე ანნა კუვიჩკო 2016-2021 წლებში რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი იყო მმართველი პარტიიდან. როლანდ ხერიანოვი კომპანია "გეო ორგანიკსში" სწორედ მისი მეუღლის დეპუტატობის ბოლო 2 წლის განმავლობაში იყო მეწილე. 2017 წლის ბოლოს კუვიჩკოს სახელი უფრო ფართოდ გავრცელდა, როდესაც მან მონაწილეობა მიიღო ვიდეოში "ბიძია ვოვა, ჩვენ შენთან ვართ" და სიმღერა ვლადიმერ პუტინს მიუძღვნა. ანნა კუვიჩკო 2019 წლიდან, როგორც დუმის წევრი, უკრაინის მიერ იყო სანქცირებული", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
"გამჭვირვალობის" თქმით, როლანდ ხერიანოვთან კავშირი აქვთ როგორც უჩა მამაცაშვილს, ისე ბიძინა ივანიშვილის ძმას, ალექსანდრე ივანიშვილს.
როლანდ ხერიანოვი ბიძინა ივანიშვილის ყოფილ რუსულ ბიზნესშიც ფიგურირებს
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ხერიანოვი 2016 წლიდან არის რუსული სააფთიაქო ქსელის "36.6" მმართველი საბჭოს წევრი. კომპანია "36.6"-ის მფლობელი კომპანია "ერკაფარმი" კი 2012 წლამდე ბიძინა ივანიშვილის კომპანია "უნიკორის" ნაწილი იყო. აღნიშნული ფაქტი მიანიშნებს, რომ, როგორც ჩანს, ხერიანოვი ივანიშვილის სანდო პარტნიორია. ძნელად წარმოსადგენია, რომ ივანიშვილის ნათესავები ზემოაღნიშნულ ბიზნესს ამ პარტნიორებთან ერთად ივანიშვილისგან დამოუკიდებლად აწარმოებდნენ.