ახალი ამბები
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ დაამტკიცა
FaceBook Twitter
E-mail Print
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა "საქართველოს მხარდამჭერი აქტი", რომელიც საკანონმდებლო დონეზე ამყარებს ქვეყნებს შორის არსებულ მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობას. ინფორმაციას საქარტველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

კანონპროექტი საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე კონგრესმენებმა, ჯერი კონოლიმ (დემოკრატი) და ადამ კინზინგერმა (რესპუბლიკელი) შარშან, 8 თებერვალს წარმომადგენელთა პალატაში ხელახლა წარადგინეს. კანონპროექტს ამ ეტაპზე სულ 19 თანასპონსორი ჰყავს, როგორც დემოკრატიული, ასევე, რესპუბლიკური პარტიიდან.

"საქართველოს მხარდამჭერი აქტი" ხაზს უსვამს საქართველოს, როგორც ნატო-ს ასპირანტი ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას, ასევე საქართველოს მოქალაქეების უფლებას თავად განსაზღვრონ ქვეყნის მომავალი და ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, სხვა ქვეყნების მხრიდან ჩარევისა თუ იძულების გარეშე", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ორპარტიული კანონპროექტი გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებათა დარღვევებს, უკანონო დაკავებებისა და გატაცების ფაქტებს, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეების, არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობებს და ადამიანის უფლებათა დამრღვევი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივით გამოდის.

კანონპროექტი მხარს უჭერს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, სრულად შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება, ასევე მხარს უჭერს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შექმნასა და საკუთარ სახლებში იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებას.

კანონპროექტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს აშშ-საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობასა და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას და ამ მიმართულებით სახელმწიფო მდივანს, შესაბამის უწყებებთან ერთად საქართველოსთან თანამშრომლობის მომავალი ხუთი წლის სტრატეგიის წარდგენას ავალებს.

კანონპროექტი ასევე მოუწოდებს აშშ-ს ადმინისტრაციას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ რუსეთის დეზინფორმაციასა და პროპაგანდასთან ბრძოლაში საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ უკვე დამტკიცებული საკანონმდებლო აქტის პროექტი აშშ-ის სენატს გადაეგზავნება. სენატის შესაბამისი კომიტეტებისა და სენატის პლენარულ სესიაზე კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში კი, აშშ-ის პრეზიდენტს გაეგზავნება და ხელმოწერის შემთხვევაში საქართველოს მხარდამჭერი აქტი კანონის ძალას შეიძენს.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
რუსეთის მხრიდან,
16:00 / 26.09.2022
რუსეთის მხრიდან, "ზემო ლარსის" გამშვებ პუნქტთან ჯავშანტრანსპორტი გამოჩნდა. ფოტოები
3 ოქტომბრამდე საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს
14:53 / 26.09.2022
3 ოქტომბრამდე საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს
რუსეთში, სკოლაზე თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 13-მდე
გაიზარდა.
14:11 / 26.09.2022
რუსეთში, სკოლაზე თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა.
რუსეთში, უდმურტიის რესპუბლიკაში სკოლაში სროლას სულ მცირე 9 ადამიანი
ემსხვერპლა.
12:50 / 26.09.2022
რუსეთში, უდმურტიის რესპუბლიკაში სკოლაში სროლას სულ მცირე 9 ადამიანი ემსხვერპლა.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
სპორტის სიყვარულით დაძლეული სტიგმა და ბრძოლა “ოდიშის” შესანარჩუნებლად [ვიდეო]
ზუგდიდის ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდი "ოდიში" დაშლის ზღვარზეა. კლუბი ერთ-ერთია ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ექვსი გუნდიდან,
ფოტოხელოვანი, რომელიც საკუთარი ნამუშევრებით ტურისტებს სამეგრელოს აცნობს [ვიდეო]
სამეგრელოს ტურისტული პოტენციალი ამ დრომდე შეუსწავლელია. აქ ბევრია ვიზიტორებისთვის საინტერესო ადგილი,
განახლებული ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ძველი პრობლემებით [ვიდეო]
ზუგდიდში, ეკატერინე ჭავჭავაძის მიერ გაშენებული ბოტანიკური ბაღი, რომლის რეკონსტრუქციაც 2019 წლის ბოლოს დასრულდა,
ქალები აფხაზეთიდან - ხელსაქმით შეცვლილი ცხოვრება [ვიდეო]
წალენჯიხის სოფელ წყოუშში, ერთი პატარა სახლის ნაქირავებ ოთახში, აფხაზეთიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.