წაჩხურუს მონასტერში მისულ მიტროპოლიტ სტეფანეს, შეძახილებით „იუდა" დახვდნენ და ხურდები შეაყარეს
მარტვილში, წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის მონასტერში,
საპატრიარქოს ჩოხოსნებთან ერთად
მისულ მიტროპოლიტ სტეფანე კალაიჯიშვილს ეკლესიიდან განკვეთილი
სასულიერო პირები და მათი მხარდამჭერები შეძახილებით - "იუდა"
დახვდნენ. ესროდნენ ხურდებს.
ასეთი დაპირისპირების მიზეზი მოგვიანებით ჟურნალისტებთან განმარტა მიტროპოლიტის მიერ განკვეთილმა ერთ-ერთმა სასულიერო პირმა დანიელ გვილავამ.
მისი თქმით, საპატრიარქოს ჩოხოსნები დილიდან უხეშად იქცეოდნენ - დაარბიეს "განკვეთილების" მიერ ეზოში გასაყიდად გამოტანილი ხატები და სანთლები.
"თანხმობაში ვიყავით, რომ მოსულიყო [მიტროპოლიტი], ეწირა და წასულიყო. მაგრამ ძალადობით, ჩვენი გაწყობილი ხატები დაგვირბიეს, დაგვიმტვრიეს და გადაგვთელეს. ამის შემდეგ საკადრისი პასუხი გავეცით - სახელი დავარქვით ე.წ იუდა და 30 ვერცხლი მივეცით კიდეც",- განაცხადა ეკლესიიდან განკვეთილმა სასულიერო პირმა დანიელ გვილავამ.
მარტვილის სოფელ სალხინოში, წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიაში დღეს წაჩხურობა აღინიშნება და მომლოცველთა სიმრავლეა. ამ წუთებში მონასტერში წირვა მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
მარტვილში, სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება უკვე მეოთხე წელია გრძელდება. მას შემდეგ რაც ეპარქიის ყოფილი წინამძღვარი პეტრე ცაავა საპატრიარქომ მღვდელმთვრობიდან გაათავისუფლა. მეუფე პეტრე ცაავას მხარდამჭერები უარს ამბობენ დაემორჩილონ საპატრიარქოს მიერ მივლენილ ეპისკოპოსს და ითხოვენ საერთო კრებაზე განიხილონ პატრიარქის მისამართით პეტრე ცაავას მიერ გამოთქმული ბრალდებები, რის გამოც ის დაითხოვეს.