ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს
"საქართველოს ეროვნული ბანკი" განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას
აფრთხილებს. ბანკის ინფორმაციით,
ბოლო პერიოდში, სოციალურ ქსელებში გახშირდა რეკლამის შემცველი
განცხადებები, რომლის საშუალებითაც კომპანია მომხმარებელს მაღალი
საპროცენტო განაკვეთით ანაბრის გახსნას სთავაზობს. კომპანია, რომელიც
მომხმარებლებს თანხის შეტანის სანაცვლოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთით
"ანაბრის" გახსნას სთავაზობს, არის "სფერო ჰოლდინგში" შემავალი
ორგანიზაცია "სფერო ინვესტი".
საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით, ეს კომპანია არ წარმოადგენს ლიცენზირებულ კომერციულ ბანკს ან რეგისტრირებულ არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება - საკრედიტო კავშირს. შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობით მას არ აქვს ანაბრის მიღების, ან საანაბრე ხელშეკრულების დადების უფლება.
"ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება მათი პირადი სახსრების მესამე პირებისთვის მინდობისას და უპირველეს ყოვლისა გადაამოწმონ, მოიძიონ აღნიშნული კომპანიის სანდოობისა და საქმიანობის შესახებ მონაცემები", - განმარტავს ბანკი.