პირბადე დღეიდან სავალდებულოა მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებსა და ტრანსპორტში
დღეიდან პირბადეების გამოყენება სავალდებულო იქნება მხოლოდ სამედიცინო
დაწესებულებებსა და
საზოგადოებრივ ტრანსპორტში. განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის
სხდომაზე.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ამ საკითხზე კონსულტაციები ჰქონდათ დარგის ექსპერტებთან, ჯანდაცვის მინისტრთან და შესაბამისი გადაწყვეტილებაც მიიღეს.
"ასე, რომ დღეიდან, 2 მაისიდან, სხვა დანარჩენი რეგულაციები მოიხსნება. ჩვენ გვაქვს ძალიან სტაბილური სურათი. დღეს 51 შემთხვევა გვქონდა მხოლოდ და მშვიდი ვითარებაა ამ მიმართულებით. ეს გვაძლევს საშუალებას, რომ კიდევ უფრო შევამსუბუქოთ რეგულაციები და როგორც უკვე მოგახსენეთ, დღეიდან პირბადის სავალდებულო ტარება მოიხსნება. მათ შორის, სკოლებში, რადგან ბავშვები განსაკუთრებით წუხან და არა მხოლოდ ბავშვები. ჩვენ რა თქმა უნდა, დავაკვირდებით დინამიკას და შესაბამისად ვიმოქმედებთ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ქვეყანაში კორონავირუსის ყოველდღიური შემთხვევების რიცხვი მნიშვნელოვნადაა შემცირებული. ცალკეულ დღეებში არც გარდაცვალება ფიქსირდება.