სააკაშვილის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე სრულად პასუხისმგებელია სახელმწიფო - კარლ ჰარცელი
საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით,
ექსპრეზიდენტ მიხეილ
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სრული პასუხისმგებლობა
სახელმწიფოს ეკისრება. ამბობს, რომ არ აქვს პირველწყაროდან ინფორმაცია
სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, არც ექიმია მისი მდგომარეობა შეაფასოს,
თუმცა აშფოთებს ცნობები მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე მომზადებული
ანგარიშებიდან.
"ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ იქიდან გამომდინარე, რომ ვიღებთ ანგარიშებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და აქ ყველაზე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი საკითხია, რომ მისი როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხზე სრულიად პასუხისმგებელია სახელმწიფო, ეს არის ფუნდამენტური უფლებები", - აღნიშნა კარლ ჰარცელმა.
სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრებმა 27 აპრილს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულეს. მათი შეფასებით, ბოლო ვიზიტთან შედარებით, რომელიც იანვარში შედგა, პაციენტის მდგომარეობა დამატებით მნიშვნელოვნადაა გაუარესებული.
ამასთან, 16 არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მისი სათანადო მკურნალობის შესახებ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა მიიღონ, მათ შორის, ქვეყნის ფარგლებს გარეთაც.
სპეციალური პენიტენციური სამსახური კი ირწმუნება, რომ ექსპრეზიდენტი მუდმივი მონიტორინგის ქვეშაა და მას სათანადო მკურნალობა უტარდება.