ახალი ამბები
ფოთის მერიამ 80 ათას ლარზე მეტი გამოყო კომპიუტერების და პრნტერების შესაძენად
ფოთის მერია ლეპტოპებს, პერსონალურ კომპიუტერებს და მრავალფუნქციურ პრინტერებს შეიძენს, რისთვისაც ჯამში 80 300 ლარი გამოიყო ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

საუბარი შეეხება 21 ლეპტოპს და მაგიდის 19 კომპიუტერს, რომელთა მიწოდებაც ხელშეკრულების დადებიდან 30 დღეში უნდა განხორციელდეს, და 23 პრინტერს. პრინტერების მიწოდების ვადაა 20 კალენდარული დღე.

მერიამ ამისთვის ორი, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ტენდერი გამოაცხადა. ლეპტოპების და პერსონალური კომპიუტერებისთვის 55 ათასი ლარი განისაზღვრა, პრინტერებისთვის კი 25 300 ლარი.

წინადადებების მიღება ტენდერში მონაწილეობის მსურველთათვის, 10 და 13 მაისს დაიწყება.