ზუგდიდის თეატრში პრემიერაა
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატულ თეატრში პრემიერისთვის
ემზადებიან.
პოლონელი დრამატურგის, სლავომირ მროჟეკის პიესის - "ღია ზღვაში"
პიესის მიხედვით დადგმულ წარმოდგენას, მაყურებელი 7 მაისს ნახავს.
სპექტაკლი მოგვითხრობს გემის ჩაძირვის შემდეგ, 3 გადარჩენილ ადამიანზე, რომლებიც ტივზე იმყოფებიან და სიცოცხლისთვის აგრძელებენ ბრძოლას. შუა ზღვაში დარჩენილებისთვის, ხმელეთზე მოხვედრასთან ერთად, გამოწვევაა შიმშილიც. ამიტომ გადაწყვეტენ, რომ თუკი უნდათ იცოცხლონ, ერთ-ერთი მათგანი უნდა შეჭამონ.

"სწორედ აქ იწყება ძალიან სასაცილო და შოკისმომგვრელი ბრძოლა გადარჩენისთვის. სიმართლესა და ტყუილს შორის ყველანაირი საზღვარები იშლება. საბოლოოდ კი ,ყველაფერი აბსურდსა და სიგჟემდე მიდის, საიდანაც გამოსავალი თითქოს არ ჩანს", - ვკითხულობთ წარმოდგენის აღწერაში.
სპექტაკლის რეჟისორია ლაშა შეროზია.
წარმოდგენა 19:00 საათზე დაიწყება.