ახალი ამბები
ოპოზიციამ საკრებულოს თავმჯდომარის მესამე მოადგილედ ენმ-ის წევრი აირჩია
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ "ქართული ოცნების" დეპუტატების მონაწილეობის გარეშე აირჩია საკრებულოს თავმჯდომარის მესამე მოადგილედ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი კახაბერ ჩანგელია. მას მხარი დაუჭირა 24-მა დეპუტატმა. სხდომას ესწრებოდა 42 წევრი, თუმცა მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა ამჯერადაც პროტესტის ნიშნად არ მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მეშვიდე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე პარტია "გახარია-საქართველოსთვის" წევრი გიგა ფარულავაა. ასევე ოპოზიციონერი ტეპუტატები არიან მისი მოადგილეებიც - 22 მარტს საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ აირჩიეს ფრაქცია "ზუგდიდი საქართველოსთვის" ხელმძღვანელი მალხაზ თორია, მოადგილედ კი ენმ-დან თეიმურაზ ბასილაია.

ზუგდიდის საკრებულოში კომისიების ხელმძღვანელი პირებიც ასევე ოპოზიციური პარტიების წევრები არიან. ხუთი კომისიიდან ოთხს, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები, ერთს კი "გახარია-საქართველოსთვის" წევრი ხელმძღვანელობს. საკრებულოს თანამდებობის პირების არჩევაში მონაწილეობა არ მიუღია "ქართულ ოცნებას".

ზუგდიდის საკრებულო ერთ-ერთია იმ საკრებულოებს შორის, სადაც მმართველმა გუნდმა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ უმრავლესობა ვერ მოიპოვა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ჰომოფობიურმა ჯგუფებმა ევროკავშირის და ნატოს დროშები დაწვეს. ისინი
მსვლელობით მივიდნენ ევროკავშირის ოფისთან,
18:02 / 02.07.2022
ჰომოფობიურმა ჯგუფებმა ევროკავშირის და ნატოს დროშები დაწვეს. ისინი მსვლელობით მივიდნენ ევროკავშირის ოფისთან,
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს დღეს, 2 ივლისს,
თბილისში,
13:56 / 02.07.2022
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს დღეს, 2 ივლისს, თბილისში,
მესტიისა და ზემო სავანეთის ეპარქია განცხადებას ავრცელებს დღეს, 2
ივლისს დაგეგმილ
13:38 / 02.07.2022
მესტიისა და ზემო სავანეთის ეპარქია განცხადებას ავრცელებს დღეს, 2 ივლისს დაგეგმილ
თბილისის დროით 12:28 საათზე, საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
13:11 / 02.07.2022
თბილისის დროით 12:28 საათზე, საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
180-მდე ადამიანი არ შემოვუშვით, მათში ალბათ „დოჟდის“ ჟურნალისტიც მოჰყვა - შს მინისტრი
შინაგან საქმეთა მინისტრი უარყოფს ინფორმაციას, რომ უპრეცედენტოდ მოიმატა საქართველოში რუსეთის
ქალთა გაძლიერებისთვის მებრძოლი ფერმერი სოფელ კახათიდან [ვიდეო]
დილაადრიან, როცა ჯერ კიდევ ბნელა და მხოლოდ მამლების
„ჩემი მორდუ“ -  როგორ მუშაობს რეგიონში პირველი ხანდაზმულთა ცენტრი [ვიდეო]
თამაშში ყველაზე მეტად მე მიმართლებს და ვიგებ კიდევაც,
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.