ახალი ამბები
„უფასო თუ ფასიანი“ - ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის თემაზე დღეს საკრებულოში იმსჯელეს
FaceBook Twitter
E-mail Print
უნდა იყოს თუ არა ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შესვლა უფასო, ეს თემა დღეს საკრებულოს სხდომაზე განიხილეს. დეპუტატებმა ოპოზიციური და მმართველი პარტიებიდან, განსხვავებული პოზიციები დააფიქსირეს. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" აცხადებს, რომ ბაღში შესვლა უფასო უნდა იყოს და ისინი მხარს უჭერენ ამ საკითხის გარშემო გაერიანებული ახალგაზრდების, საინიციატიო ჯგუფის განწყობებს.

ენმ-ის წარმომადგენელ პაატა ადამიას თქმით, კარგი იქნება, თუ ბაღის ტერიტორიას აითვისებენ, მოეწყობა მაგალითად გოლფის მოედანი ან სხვა რამ, რაც შემოსავალს მოიტანს.

თავის მხრივ, მისმა თანაპარტიელმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თეიმურაზ ბასილაიამ მხარდაჭერა აღუთქვა საინიციატივო ჯგუფის წევრებს.

"თუ მათ ექნებათ იმის შესაძლებლობა და მოითხოვენ ჩვენგან გვერდში დგომას და სასამართლოზე ჩვენი მოსაზრებების თქმას ექნება მნიშვნელობა და ფასი, ჩვენ აუცილებლად დაგიდგებით გვერდში", - განმარტა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა.

"ქართული ოცნების" წევრი ოთარ ქადარია ამბობს, რომ მისი დიდი სურვილია ბოტანიკური ბაღი იყოს უფასო ნებისმიერი ვიზიტორისთვის. თუმცა, ამ სურვილის პარარელურად არსებობს მოცემულობა, რომ ბაღის შენახვისთვის სახსრებია საჭირო.

ოთარ ქადარიას სჯერა ახალგაზრდების გულწრფელი მოქმედების, რომ ისინი ქალაქის ინტერესებით ხელმძღვანელობენ, მაგრამ არა ცალკეული პოლიტიკური პარტიების, რომელთა ხელშიც ეს თემა "საჯილდაო ქვად" და გარკვეული დივიდენდების "დაწერის" საგნად იქცა.

"ამ ახალგაზრდებისთვის თავის მიკერება კი არა, ამათი ხელშეწყობაა საჭირო. რაღაც გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ და მოვიძიოთ სახსრები. არავის გაუჟღერებია, რა ალტერნატიული სახსრების მოძიება შეიძლება იმისთვის, რომ ბოტანიკური ბაღი გავხადოთ უფასო, გარდა იმისა, რომ ერთმანეთს ვექიშპებით", - აღნიშნა მან.

ოთარ ქადარიას განცხადებას დეპუტატმა ენმ-დან, მაია კალანდიამ "ძალიან იაფფასიანი პოლიტიკური მოხსენება" უწოდა.

"ქართული ოცნების" კიდევ ერთი წევრი, ნათია ხუფაცარია ამბობს, რომ თავიდან კატეგორიული წინააღმდეგი იყო ფასიანი გაეხადათ ბოტანიკურ ბაღში შესვლა, თუმცა ცალკეული არგუმენტების მოსმენის შემდეგ ეს პოზიცია 50%-ით შეეცვალა. ის ფიქრობს, რომ ამ საკითხზე სწორი საინფორმაციო კამპანია არ წარმოებულა.

"მე შეიძლება თავიდან უფრო მყარი და განსხვავებული პოზიცია მქონდა, თუმცა აბონემენტების კარგად გააზრების შემდეგ, სოციალურად დაუცველების კარგად გააზრების შემდეგ, ვფიქრობ ეს თემა საზოგადოებისთვის თავიდანვე არ იქნა სწორად მიწოებული. სწორი საინფორმაციო კამპანია არ ჩატარდა. არის არგუმენტები, რომელიც მერყეობაში აგდებს ადამიანს, ვინც ფიქრობს, რომ უფასო უნდა იყოს. ჩვენს შორისაც არის დავა. ასე რომ, ჩამოყალიბებულად წინააღმდეგი ნამდვილად არ ვართ ამ პოზიციის. როგორც უკეთესი იქნება, როგორც უფრო მართალი იქნება სამართლებრივადაც და ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე, ასე უნდა გადაწყდეს", - განმარტა მან.

საინიციატივო ჯგუფის წევრ ნიკა ლაშხიას თქმით, როცა საუბარია იმაზე, რომ სკოლის მოსწავლეებისთვის, პენსიონერებისთის უფასოა ბაღში შესვლა, ყველას ავიწყდება ერთი გარემოება - მათ ჰყავთ შვილები და შვილიშვილები. ასევე 10 წელზე ზემოთ ბავშვები არიან ოჯახებში, რომლებსაც უწევთ, შესვლის საფასური, 2 ლარი ბებია-ბაბუებს სთხოვონ:

"საქართველოს მოქალაქეებისთვის უნდა იყოს უფასო. კი ბატონო, ტურისტებისთვის იყოს ფასიანი. აქცები ისევ გაგრძელდება, შემდგომში კი სასამართლოში ვიდავებთ".

"ოცნების" წარმომადგენელი სანდრო სორდია ფიქრობს, რომ ეს ადამიანები სასამართლოს გზით მათთვის სასურველ შედეგს ვერ მიაღწევენ, რადგან ბაღის ადმინისტრაციას უკანონო არაფერი ჩაუდენია.

"ჩემი აზრით, ამ აქტის გაუქმებაზე თქვენ ვერ გახვალთ, თუმცა სასამართლო თავისას იტყვის. ვინაიდან რეგულაციის უფლება დებულების თანახმად ბოტანიკური ბაღის დირექტორს მერთან შეთანხმებით აქვს, რომ გამოსცეს და დაადგინოს ფასები. ამიტომ მგონია, რომ სასამართლოს გზით ამ დავას ვერ მოიგებთ. ამას ჯობია საერთო პრინციპებზე შევთანხმდეთ".

თავის მხრივ, საკრებულოს თავმჯდომარე გიგა ფარულავამ აღნიშნა, რომ ბოტანიკური ბაღის თემა არ უნდა იყოს გამოყენებული პოლიტიკური ინტერესებისთვის, რადგან ის ეკუთვნის ზუგდიდს და მთლიანად ქვეყანას. ამიტომ, საკითხის გადასაწყვეტად უნდა იმსჯელონ ბაღის ადმინისტრაციის, მერიის წარმომადგენლებთან და საკრებულოს დეპუტატების მონაწილეობით შეხვედრაზე და ამ ფორმატის აუდიენცია უნდა დაიგეგმოს.

"ჩემდა გასაკვირად, მე ვთქვი ადრეც, რამდენიმე დეპუტატთან საუბრისას, რომ როცა ახალგაზრდებს შევხვდი, ნამდვილად გამიკვირდა - ვკითხე და ახალგაზრდებმა დააფიქსირეს, რომ ბაღი ფასიანი უნდა იყოს. ახლა უკვე ტარიფის ნაწილში ვის როგორ მიაჩნია მიზანშეწონილად, უფასო იყოს, ფასიანი იყოს, 2 ლარი ნაკლებია, ბევრია, ამაზე იმ ფორმატში უნდა ვიმსჯელოთ, რომელიც შემოგთავაზეთ. მოვუსმინოთ ერთმანეთს და არგუმენტირებულად დავდოთ შედეგი", - აცხადებს გიგა ფარულავა.

დღევანდელ სხდომას ბაღის დირექტორი ზვიად ქარჩავა არ დასწრებია.

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შესვლა ფასიანი მიმდინარე წლის 1-ელი თებერვლიდან გახდა. ამ გადაწყვეტილებას მოქალაქეთა მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. გაიმართა არაერთი საპროტესტო აქცია და შეგროვდა ხელმოწერები, რომ ბაღში შესვლა ყველასთვის ისევ უფასო იყოს.

ერთ-ერთი პირველი აქცია ბულვარში 28 იანვარს შედგა. შეკრებილთა განცხადებით, იმ ფონზე, როცა ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია, ბევრია უმუშევარი და დასაქმებულების ყოველთვიური ანაზღაურებაც კი მიზერულია, ბოტანიკური ბაღი ტარიფებს არ უნდა აწესებდეს.

ბაღის დირექტორი, ზვიად ქარჩავა საპასუხოდ ამბობს, რომ ამ სივრცეს უნდა ჰქონდეს საკუთარი შემოსავალი და ჩამოშორდეს ეტაპობრივად მუნიციპალურ ბიუჯეტს. ამასთან, უნდა მოხდეს ბაღში "ვანდალიზმის ფაქტების" პრევენცია.

მერიაში კი მიიჩნევენ, რომ ქვეყნის მასშტაბით მოქმედ ბაღების ტარიფებს შორის, ზუგდიდის ბაღში დაწესებული შესვლის საფასური ყველაზე იაფია.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
დნეპრზე სარაკეტო შეტევა გახორციელდა. რაკეტები საცხოვრებელ სახლს
მოხვდა.
17:28 / 26.11.2022
დნეპრზე სარაკეტო შეტევა გახორციელდა. რაკეტები საცხოვრებელ სახლს მოხვდა.
არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი პატიმრობაში მყოფ საქართველოს
მესამე პრეზიდენტ
11:17 / 26.11.2022
არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტ
ხობელი მოკრივე დემურ ქაჯაია მსოფლიო ვიცეჩემპიონი გახდა.
00:58 / 26.11.2022
ხობელი მოკრივე დემურ ქაჯაია მსოფლიო ვიცეჩემპიონი გახდა.
ზუგდიდელი მოკრივე გოჩა გორდულავა მსოფლიო ვიცეჩემპიონია. ფინალურ
შეხვედრაში,
00:17 / 26.11.2022
ზუგდიდელი მოკრივე გოჩა გორდულავა მსოფლიო ვიცეჩემპიონია. ფინალურ შეხვედრაში,
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
რობოტი „თამადა“ და კედლის სათბური - ზუგდიდელი ახალგაზრდების გამოგონება ბაზარზე გასავლელად ემზადება [ვიდეო]
ზუგდიდში ახალგაზრდები მუდმივად უჩივიან შემეცნებით-გასართობი სივრცეების სიმწირეს, სადაც იდეების
როგორ დავსაქმდე - ზუგდიდში სამუშაოს მაძიებლებისთვის ონლაინ პლატფორმა შეიქმნა  [ვიდეო]
უმუშევრობა საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ადამიანები ასაკის და სქესის განურჩევლად სამსახურს ეძებენ,
საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოზარდები ცვლილებებისთვის [ვიდეო]
ახალგაზრდებს, რომლებიც სოფლად ცხოვრობენ, გაცილებით მეტი საჭიროებები აქვთ. იმისთვის, რომ განვითარდნენ და გარემო
80 წლის კეკე მასწავლებელი სოფელ ხაბუმედან [ვიდეო]
მერი (კეკე) გულუა უკვე 60 წელია ჩხოროწყუს სოფელ ხაბუმეს სკოლაში ასწავლის. რამდენიმე წლის წინ სახელმწიფოს
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.