ახალი ამბები
აზოვსტალიდან დასრულდა ქალების, ბავშვების და ხანდაზმულთა ევაკუაცია
FaceBook Twitter
E-mail Print
ყველა ქალი, ბავშვი და ხანდაზმული, ვინც იმყოფებოდა აზოვსტალის ტერიტორიაზე, ევაკუირებულია, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა.

"პრეზიდენტის ბრძანება შესრულდა - ყველა ქალი, ბავშვი და მოხუცები ევაკუირებულია აზოვსტალიდან", - თქვა მან.

ვერეშჩუკის თქმით, მარიუპოლის ჰუმანიტარული ოპერაციის ეს ნაწილი დასრულებულია.

აზოვსტალის ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია 1 მაისს დაიწყო. იმავე დღეს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ 100-მდე ადამიანი გადაიყვანეს ზაპოროჟიეში.

ეს პროცესი მომდევნო დღეებშიც გაგრძელდა.

რუსმა სამხედროებმა მარიუპოლში, აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზე შეაღწიეს. ახლა უკრაინის დამცველებს საჰაერო იერიშებთან ერთად, რუსეთის ჯარის სახმელეთო თავდასხმების მოგერიებაც უწევთ.

მარიუპოლი ორი თვეა რუსული არმიის ალყაშია. ავიაიერიშების შედეგად თითქმის სრულად განადგურდა ქალაქი. მერიის ინფორმაციით, მარიუპოლში დაღუპულია 20 ათასზე მეტი მოქალაქე.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. თავდასხმებს ასობით სამხედრო პირი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. რუსული სამხედროების მიერ იბომბება საავადმყოფოებიც, საბავშვო ბაღები, სკოლები და დასახლებული პუნქტები. ყოველდღიურად იზრდება დაღუპული ბავშვების რაოდენობაც.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი ერთ-ერთი ტურისტი, რომელიც ნაპრალში იყო
გადავარდნილი, გარდაცვლილი ამოიყვანეს. ინფორმაცია
15:44 / 13.08.2022
მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი ერთ-ერთი ტურისტი, რომელიც ნაპრალში იყო გადავარდნილი, გარდაცვლილი ამოიყვანეს. ინფორმაცია "ლაივპრესს" საგანგებო სოტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

ის სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით მესტიაში უკვე გადაასვენეს.

6 უცხოელი ტურისტიდან ორის უსაფრთხო ევაკუაცია დღეს დილით მოხდა. რაც შეეხება დანარჩენ სამს, მათ შეუძლიათ დამოუკიდებლად გადაადგილება.

მესტიაში, ადგილობრივმა სამაშველო ჯგუფმა, 11 აგვისტოს მიიღო შეტყობინება, რომ თეთნულდთან 6, სავარაუდოდ რუსი ეროვნების ტურსტია ჩარჩენილი და დახმარებას ითხოვს.

რთული გეოგრაფიული მდებარეობის გამო სამაშველო ღონისძიებაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩართეს. გართულებული მეტეო პირობების გამო, ვერტმფრენით სამაშველო ღონისძიება დღეს დილით განხორციელდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით,
12:21 / 13.08.2022
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით,
რუსი სამხედროების თავდასხმის შედეგად, დონეცკის ოლქში 5 მშვიდობიანი
მოქალაქე დაიღუპა.
10:42 / 13.08.2022
რუსი სამხედროების თავდასხმის შედეგად, დონეცკის ოლქში 5 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რომლის უმრავლესობაშიც მმართველი
18:02 / 12.08.2022
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რომლის უმრავლესობაშიც მმართველი
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
განახლებული ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ძველი პრობლემებით [ვიდეო]
ზუგდიდში, ეკატერინე ჭავჭავაძის მიერ გაშენებული ბოტანიკური ბაღი, რომლის რეკონსტრუქციაც 2019 წლის ბოლოს დასრულდა,
ქალები აფხაზეთიდან - ხელსაქმით შეცვლილი ცხოვრება [ვიდეო]
წალენჯიხის სოფელ წყოუშში, ერთი პატარა სახლის ნაქირავებ ოთახში, აფხაზეთიდან
180-მდე ადამიანი არ შემოვუშვით, მათში ალბათ „დოჟდის“ ჟურნალისტიც მოჰყვა - შს მინისტრი
შინაგან საქმეთა მინისტრი უარყოფს ინფორმაციას, რომ უპრეცედენტოდ მოიმატა საქართველოში რუსეთის
ქალთა გაძლიერებისთვის მებრძოლი ფერმერი სოფელ კახათიდან [ვიდეო]
დილაადრიან, როცა ჯერ კიდევ ბნელა და მხოლოდ მამლების
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.