აზოვსტალიდან დასრულდა ქალების, ბავშვების და ხანდაზმულთა ევაკუაცია
21:54 / 07.05.2022
ყველა ქალი, ბავშვი და ხანდაზმული, ვინც იმყოფებოდა აზოვსტალის
ტერიტორიაზე,
ევაკუირებულია, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა
განაცხადა.
"პრეზიდენტის ბრძანება შესრულდა - ყველა ქალი, ბავშვი და მოხუცები ევაკუირებულია აზოვსტალიდან", - თქვა მან.
ვერეშჩუკის თქმით, მარიუპოლის ჰუმანიტარული ოპერაციის ეს ნაწილი დასრულებულია.
აზოვსტალის ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია 1 მაისს დაიწყო. იმავე დღეს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ 100-მდე ადამიანი გადაიყვანეს ზაპოროჟიეში.
ეს პროცესი მომდევნო დღეებშიც გაგრძელდა.
რუსმა სამხედროებმა მარიუპოლში, აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზე შეაღწიეს. ახლა უკრაინის დამცველებს საჰაერო იერიშებთან ერთად, რუსეთის ჯარის სახმელეთო თავდასხმების მოგერიებაც უწევთ.
მარიუპოლი ორი თვეა რუსული არმიის ალყაშია. ავიაიერიშების შედეგად თითქმის სრულად განადგურდა ქალაქი. მერიის ინფორმაციით, მარიუპოლში დაღუპულია 20 ათასზე მეტი მოქალაქე.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. თავდასხმებს ასობით სამხედრო პირი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. რუსული სამხედროების მიერ იბომბება საავადმყოფოებიც, საბავშვო ბაღები, სკოლები და დასახლებული პუნქტები. ყოველდღიურად იზრდება დაღუპული ბავშვების რაოდენობაც.