ბოროტება ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას, ვერ დაიმალება ბუნკერში, - ზელენსკი უკრაინელებს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვა გაავრცელა
ხსოვნის და შერიგების დღესთან
დაკავშირებით და გაიხსენა მეორე მსოფლიო ომის ყველა მსხვერპლი. მისი
თქმით, ქედს იხრიან მათ წინაშე, ვინც ნაციზმისგან იცავდა მშობლიურ
მიწას და სამყაროს, ვინც წვლილი შეიტანა ანტიჰიტლერული კოალიციის
გამარჯვებაში.
პრეზიდენტმა მიმართვა ჩაწერა რუსი სამხედროების მიერ განადგურებული შენობების ფონზე და განმარტა, რომ მეორე მსოფლიო ომში ჯარისკაცები დაიღუპნენ, რათა ფაშისტური საშინელებები აღარ განმეორებულიყო, მაგრამ "ყველაფერი სხვაგვარად მოხდა, რაც უსამართლოა ყველასთვის".
ზელენსკის თქმით, მთელი ცივილიზებული სამყარო იხსენებს ნაციზმის ყველა მსხვერპლს მეორე მსოფლიო ომში, ამ დღეს ამბობს "აღარასდროს". თუმცა სიტყვა "არასდროს" 24 თებერვალს სარაკეტო დარტყმით წაიშალა, რამაც მთელი უკრაინა გამოაფხიზლა.
სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ ბევრი უკრაინელისთვის, მაისის მიუხედავად, თებერვალი გრძელდება.
"შეიძლება იყოს შავი და თეთრი გაზაფხული? შეიძლება თებერვალი სამუდამოდ იყოს? შეიძლება ოქროს სიტყვამ დაკარგოს თავისი ღირებულება? სამწუხაროდ, უკრაინამ იცის ყველა ამ კითხვაზე პასუხი. სამწუხაროდ, ეს პასუხები არის - დიახ.
სიმართლე გაიმარჯვებს და ჩვენ ყველაფერს დავძლევთ. და ამის მტკიცებულებას ჰქვია ვერვოლფი - ეს არის ყოფილი შტაბი და ჰიტლერის ბუნკერი ვინიცასთან ახლოს. მისგან დარჩა მხოლოდ რამდენიმე ქვა, ნანგრევები, ნანგრევები იმის, ვინც თავს დიდად და უძლეველად თვლიდა", - აცხადებს ზელენსკი.
პრეზიდენტს სჯერა, რომ დაძლევენ ზამთარს, რომელიც 24 თებერვალს დაიწყო. მას "უკრაინული მზე დაადნობს".
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. თავდასხმებს ასობით სამხედრო პირი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. რუსული სამხედროების მიერ იბომბება საავადმყოფოებიც, საბავშვო ბაღები, სკოლები და დასახლებული პუნქტები. ყოველდღიურად იზრდება დაღუპული ბავშვების რაოდენობაც.