პუტინი გამარჯვების დღეს ულოცავს საქართველოს და უკრაინის „ხალხებს“
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების
77-ე წლისთავს ულოცავს
ქვეყნებს და ხალხებს, რომლებიც თავის დროზე საბჭოთა კავშირის
შემადგენლობაში შედიოდნენ.
მილოცვის ადრესატები მათ შორის არიან ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების "ლიდერები" და მოქალაქეები.
თუმცა, საქართველოს და უკრაინის შემთხვევაში, მილოცვა მხოლოდ ამ ქვეყნების "ხალხებს" ეკუთვნით.
მილოცვაში რუსეთის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ პატივს მიაგებენ მათ, ვინც ნაციზმი დაამარცხეს უთვალავი მსხვერპლის და გაჭირვების ფასად.
"დღეს საერთო ვალია არ დავუშვათ ნაციზმის აღორძინება, რომელმაც ამდენი ტანჯვა მოუტანა სხვადასხვა ქვეყნის ხალხს. აუცილებელია შევინარჩუნოთ და შთამომავლობას გადავცეთ ომის წლებში მომხდარი მოვლენების, საერთო სულიერი ფასეულობებისა და ძმური მეგობრობის ტრადიციების შესახებ", - ნათქვამია წერილებში.
დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების მეთაურებისადმი მისალოცში ლადიმირ პუტინმა აღნიშნა, რომ დღეს სამხედროები, ისევე როგორც მათი წინაპრები, იბრძვიან მშობლიური მიწის "ნაცისტური სიბინძურისაგან გასათავისუფლებლად. მანვე გამოთქვა იმედი, რომ ისევე როგორც 1945 წელს, ამ შემთხვევაშიც ისინი გამიმარჯვებენ.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ეს ომი ამ დრომდე გრძელდება. თუმცა, მოსკოვი ამბობს, რომ ეს არის სპეციალური სამხედრო ოპერაცია, რომლის მიზანიც უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა.
რუსეთის სამხედროების თავდასხმებს ასობით სამხედრო პირი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. რუსული სამხედროების მიერ იბომბება საავადმყოფოებიც, საბავშვო ბაღები, სკოლები და დასახლებული პუნქტები. ყოველდღიურად იზრდება დაღუპული ბავშვების რაოდენობაც.