„9 მაისი - რუსეთის სირცხვილის დღე“ - პარლამენტთან აქცია გაიმართა
საქართველოს პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია - "რუსული
ნაციზმის წინააღმდეგ გაიმართა.
შეკრებილთა თქმით, 9 მაისი არა გამარჯვების, არამედ რუსეთის
სირცხვილის დღეა.
"რუსეთი კლავს", "დიდება უკრაინას", "9 მაისი, რუსეთის სირცხვილის დღე" - ამ შინაარსის ტრანსფარანტებით, უკრაინის, საქართველოს და ამერიკის დროშებით მივიდნენ აქციაზე მანიფესტანტები.
აქციის მონაწილეები მხარდაჭერას უცხადებენ უკრაინას და გმობენ რუსეთის აგრესიას.
აქცია გაიმართა პარტია "დროას", მოძრაობა "დემოკრატიის მცველების" და უკრაინული ახალგაზრდული ორგანიზაციის" წარმომადგენლების ორგანიზებით.

"8 მაისი არის ისტორიულად ძალიან მნიშვნელოვანი დღე, როდესაც ათწლეულების განმავლობაში ცივილიზებული, თავისუფლების იდეაზე დაფუძნებული სამყარო ნაციზმის დამარცხებას ზეიმობდა, მაგრამ 21-ე საუკუნეში აღმოჩნდა, რომ ნაციზმი რუსეთის სახით ბოლომდე დამარცხებული არ არის, მან მიიღო რაშიზმის, იმ ბოროტების მანქანის სახე, რომელსაც ჩვენ უკრაინაში ვხედავთ და რაც მარცხდება", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
მისივე თქმით, 9 მაისს ვლადიმირ პუტინის მიერ დაანონსებული ზეიმი არ შედგება, რადგან მათ უკრაინის სიმამაცის და დასავლეთის მხარდაჭერის ხარჯზე, ვერც ერთ მიზანს ვერ მიაღწიეს.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ეს ომი ამ დრომდე გრძელდება. თუმცა, მოსკოვი ამბობს, რომ ეს არის სპეციალური სამხედრო ოპერაცია, რომლის მიზანიც უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა.
რუსეთის სამხედროების თავდასხმებს ასობით სამხედრო პირი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. რუსული სამხედროების მიერ იბომბება საავადმყოფოებიც, საბავშვო ბაღები, სკოლები და დასახლებული პუნქტები. ყოველდღიურად იზრდება დაღუპული ბავშვების რაოდენობაც.