გავიმარჯვეთ მაშინ, გავიმარჯვებთ დღესაც - ზელენსკი
ძალიან მალე უკრაინაში გამარჯვების ორი დღე იქნება და ვიღაცას არც
ერთი არ ექნება, - განაცხადა
უკრაინის პრეზიდენტმა მორიგ ვიდეომიმართვაში. ვოლოდიმირ ზელენსკის
თქმით, ისინი საკუთარი შვილების თავისუფლებისთვის იბრძვიან, რაც
უპირობოდ ნიშნავს, რომ ეს ბრძოლა გამარჯვებით დასრულდება.
მანვე აღნიშნა, რომ არასდროს დაივიწყებენ იმ ძალისხმევას, რაც წინაპრებმა გასწიეს მეორე მსოფლიო ომში, სადაც რვა მილიონზე მეტი უკრაინელი დაიღუპა.
"მაშინ ჩვენ მოვიგეთ. გავიმარჯვებთ ახლაც და ხრეშჩატიკი ნახავს უკრაინის გამარჯვების აღლუმს. გილოცავთ ნაციზმზე გამარჯვების დღეს! დიდება უკრაინას.
ეს არ არის ორი ჯარის ომი. ეს არის ორი მსოფლმხედველობის ომი. ბარბაროსები, რომლებიც ბომბავენ სკოვოროდას მუზეუმს და თვლიან, რომ ჩვენი ფილოსოფია შეიძლება განადგურდეს მათი რაკეტებით. ის აღიზიანებს მათ. ის მათთვის უცხოა. ის აშინებს მათ. ეს მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ვართ თავისუფალი ადამიანები, რომლებიც ჩვენი გზით მივდივართ, ამ გზაზე დღეს ვაწარმოებთ ომს და ჩვენი მიწის არცერთ ნაჭერს არავის არ დავთმობთ. დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ნაციზმზე გამარჯვების დღეს. ვამაყობთ ჩვენი წინაპრებით, რომლებმაც სხვა ხალხებთან ერთად დაამარცხეს ნაციზმი ანტიჰიტლერის კოალიციის შემადგენლობაში. და არავის მივცემთ ამ გამარჯვების მითვისების უფლებას", - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ნაციზმზე გამარჯვების დღეს იბრძვიან ახალი გამარჯვებისთვის - რა არის ჩვენი უპირატესობა მტერზე? ჩვენ ერთი წიგნით უფრო ჭკვიანები ვართ. ეს არის სახელმძღვანელო უკრაინის ისტორიის შესახებ.
"არ არსებობს ბორკილები, რომლებსაც შეუძლიათ ჩვენი თავისუფალი სულის შებოჭვა. არ არსებობს ოკუპანტი, რომელიც ჩვენს თავისუფალ მიწაზე ფესვს გაიდგამს. არ არსებობს დამპყრობელი, რომელსაც შეუძლია ჩვენს თავისუფალ ხალხზე ბატონობა. ადრე თუ გვიან ჩვენ გავიმარჯვებთ, რადგან ეს ჩვენი მიწაა", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ეს ომი ამ დრომდე გრძელდება. თუმცა, მოსკოვი ამბობს, რომ ეს არის სპეციალური სამხედრო ოპერაცია, რომლის მიზანიც უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა.
რუსეთის სამხედროების თავდასხმებს ასობით სამხედრო პირი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. რუსული სამხედროების მიერ იბომბება საავადმყოფოებიც, საბავშვო ბაღები, სკოლები და დასახლებული პუნქტები. ყოველდღიურად იზრდება დაღუპული ბავშვების რაოდენობაც.