უკრაინაში რადას ყოფილი დეპუტატი, დავით ჟვანია დაიღუპა
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მრჩეველი, ანტონ გერაშენკო
"ტელეგრამზე" ავრცელებს ინფორმაციას,
რომ უკრაინაში რუსეთის საარტილერიო იერიშს რადას ყოფილი დეპუტატი,
დავით ჟვანია ემსხვერპლა.
ის ზაპოროჟიეს ოლქში, ნოვოპოკროვკთან დაიღუპა.
გერაშენკოს წყაროს ცნობით, დავით ჟვანიას რუსეთის მოქალაქეობა ჰქონდა და არაოფიციალური წარმომადგენელი იყო "როსატომის".
"ამ ისტორიაში შეკითხვები უფრო მეტია, ვიდრე პასუხები, განსაკუთრებით იმის შესახებ, თუ რას აკეთებდა ჟვანია ე.წ. "რუხ ზონაში", - წერს გერაშენკო.
დავით ჟვანია თბილისში, 1967 წელს დაიბადა. 1991 წელს საცხოვრებლად უკრაინაში გადავიდა. იყო რადას IV-VII მოწვევის დეპუტატი იყო.
იულია ტიმოშენკოს მთავრობაში უკრაინის საგანგებო სიტუაციების მინისტრის პოსტს იკავებდა 2005 წლის თებერვლიდან სექტემბრამდე.