ახალი ამბები
გარევაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით ბაზრის თანამშრომლებმა მორიგი აქცია გამართეს
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის ბაზრის თანამშრომლები გარევაჭობის აკრძალვის მოთხოვნით დღესაც შეიკრიბნენ. მათ ადგილობრივ ხელისუფლებას შეახსენეს ერთი კვირის წინ მერის მიერ გაცემული დაპირება, რომ პრობლემის მოგვარების მიზნით მოვაჭრეებთან კონსულტაციას დაიწყებდა.

"მას შემდეგ არაფერი შეცვლილა", - უთხრა "ლაივპრესს" აქციის მონაწილე ია ალშიბაიამ. მისივე ცნობით, თუ ხელისუფლება არ დაიწყებს ამ პრობლემაზე მუშაობას, საპროტესტო აქციებს განაახლებენ.

ბაზრის შიდა ტერიტორიაზე დასაქმებულები ამბობენ, რომ გარევაჭრობის გამო მათ მომხმარებლები არ ჰყავთ. გარდა ამისა, მიაჩნიათ, რომ იმყოფებიან არათანაბარ პირობებში, რადგან თავად ყოვეთვიურად იხდიან გადასახადს სამუშაო ფართის ზომის მიხედვით, გარემოვაჭრეები კი გადასახადისგან თავისუფალი არიან.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ წლებია ეს პრობლემა ხელისუფლების მცდელობების მიუხედავად მოუგვარებელია.

ბაზრის ადმინისტრაციაშიც ირწმუნებიან, რომ არაერთხელ შესთავაზეს გარემოვაჭრეებს სივრცე, სადაც ისინი მუშაობის გაგრძელებას შეძლებდნენ, ასევე იყო ხელსაყრელი წინადადებები გადასახადთან დაკავშირებით, თუმცა არავინ თანხმდება.

3 მაისს მოვაჭრეების აქციაზე ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია მივიდა. მისი თქმით, სავაჭრო ობიქეტის გარე და შიდა ტერიტორიაზე დასაქმებულთა ინტერესების გასათვალისწინებლად, ორივე მხარის მონაწილეობით გაიმართება კონსულტაციები და "ბალანსის დაცვით" მიიღება გადაწყვეტილება.

მერიის პრესსამსახურში "ლაივპრესს" დაუდასტურეს, რომ ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებულია, მთავარი ამოცანა კი არის, რომ მიიღონ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც არცერთ მხარეს ზიანს არ მიაყენებს. 

გარევაჭრობის აკრძალვას წლების განმავლობაში ცდილობდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, თუმცა გარემოვაჭრეების ყოველი პროტესტის შემდეგ ისევ აძლევდნენ მუშაობის გაგრძელების უფლებას. გარემოვაჭრეებს სხვადასხვა ლოკაციაზე შესთავაზეს სამუშაო სივრცეც. მოვაჭრეებმა ყველა მათგანი დაიწუნეს ერთადერთი მიზეზით, რომ ადგილის შეცვლით კარგავენ მყიდველებს, შედეგად კი ოჯახები, რომელთა შემოსავლის ერთადერთ წყაროც ვაჭრობაა, საარსებო მინიმუმის გარეშე რჩება.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.