იზიუმში შენობის ნანგრევების ქვეშ 40-ზე მეტი მოქალაქის ცხედარი იპოვეს - სამხედრო ადმინისტრაცია
ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმში ხუთსართულიანი სახლის ნანგრევების ქვეშ
44 მშვიდობიანი
მოქალაქის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეგრამში
ავრცელებს ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ოლეგ
სინეგუბოვი ავრცელებს.
"დროებით ოკუპირებულ იზიუმში, ხუთსართულიანი შენობის ნანგრევების ქვეშ, რომელიც ოკუპანტებმა ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში გაანადგურეს, იპოვეს 44 დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი. ეს არის რუსი ოკუპანტების მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილი მორიგი საშინელი სამხედრო დანაშაული. ჩვენ თითოეულ ფაქტს ვაფიქსირებთ და ისინი გადაიხდიან ყველა მათგანის გამო!" - წერს ოლეგ სინეგუბოვი.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. თავდასხმებს ასობით სამხედრო პირი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. რუსული სამხედროების მიერ იბომბება საავადმყოფოებიც, საბავშვო ბაღები, სკოლები და დასახლებული პუნქტები. ყოველდღიურად იზრდება დაღუპული ბავშვების რაოდენობაც.