მერის ცნობით, მარიუპოლში დარჩენილებს საფრთხე ემუქრებათ, რადგან შესაძლოა ეპიდემიამაც იფეთქოს [ფოტო]
დენცკის ოლქის ქალაქ მარიუპოლის მერი ვადიმ ბოიჩენკო აცხადებს,
რომ განადგურებულ ქალაქში სხვადასხვა დაავადების და გაუსაძლისი
პირობების გამო წლის ბოლომდე შეიძლება 10 000-ზე მეტი ადამიანი
დაიღუპოს. მისი ინფორმაციით, მარიუპოლში ახლა 150-170 ათასი ადამიანი
იმყოფება და აუცილებელია ყველა მათგანის ევაკუაცია.
"ოკუპანტებმა მარიუპოლი შუა საუკუნეების გეტოდ აქციეს. ამიტომ, სიკვდილიანობის მაჩვენებელი შესაბამისი იქნება. მედიკამენტებისა და სამედიცინო დახმარების გარეშე, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის უმოქმედობის გარეშე, ქალაქში ეპიდემიები იფეთქებს. ახლა მოსახლეობის უმეტესობას მოხუცები და ავადმყოფები წარმოადგენენ. სათანადო პირობების გარეშე, მოწყვლადი კატეგორიების სიკვდილიანობა მნიშვნელოვნად გაიზრდება", - აცხადებს მარიუპოლის მერი.

მისივე სიტყვებით, მარიუპოლის მცხოვრებლების ნაწილი ახლომდებარე სოფლებიდან დაბრუნდა ქალაქში, რადგან მათ არ უშვებენ "თავისუფალი უკრაინის ტერიტორიაზე".
"რუსები აგრძელებენ გენოციდს, რომელიც 24 თებერვალს დაიწყეს. ჩვენი ხალხის სიცოცხლე საფრთხეშია. ამიტომ საჭიროა ქალაქის სრული ევაკუაცია", -განაცხადა ვადიმ ბოიჩენკომ.
მარიუპოლის მერიამ გამოაქვეყნა რამდენიმე ფოტო განადგურებული და რუსული არმიის მიერ თითქმის სრულად ოკუპირებული ქალაქიდან.

მასალაში გამოყენებულია მარიუპოლის მერიის მიერ გავრცელებული ფოტოები
ორი თვეა რუსული არმიის ალყაშია დონეცკის ოლქის ქალაქი მარიუპოლი. ავიაიერიშების შედეგად თითქმის სრულად განადგურდა ქალაქი. ტერიტორიის შესწავლა აქტიური საომარი მოქმედებების გამო ვერ ხერხდება, შესაბამისად უცნობია დაღუპულთა ზუსტი ციფრი. მერიის წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლის რაოდენობა 20 ათასს აჭარბებს.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. თავდასხმებს ასობით სამხედრო პირი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. რუსული სამხედროების მიერ იბომბება საავადმყოფოებიც, საბავშვო ბაღები, სკოლები და დასახლებული პუნქტები. ყოველდღიურად იზრდება დაღუპული ბავშვების რაოდენობაც.