ახალი ამბები
პრო-რუსული ტელევიზიები ნაკლებად პოპულარულია, თუმცა გამოკითხულთა 30% კვირაში ერთხელ მაინც უყურებს - გამოკითხვა
FaceBook Twitter
E-mail Print
საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებით, რომელიც CRRC საქართველომ Zinc Network-ის დაკვეთით ჩაატარა, დეზინფორმაცია მნიშვნელოვანი გამოწვევაა, მაგრამ მისი ამოცნობის და გადამოწმების უნარებს გამოკითხულთა უმრავლესობა არ ფლობს.

საქართველოს მოსახლეობის 73% მიიჩნევს, რომ დღესდღეობით, დეზინფორმაცია კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხია და ამდენივე (73%) აცხადებს, რომ ყოველკვირეულად მაინც აწყდება მცდარ ან მანიპულირებულ ინფორმაციას. მიუხედავად ამისა, მხოლოდ 35% ამბობს, რომ შეუძლია დეზინფორმაციის ამოცნობა და თითქმის მესამედი აცხადებს, რომ არ ამოწმებს საეჭვო ინფორმაციას.

ტელევიზია და სოციალური მედია კვლავ რჩება ინფორმაციის მთავარ წყაროებად. უმრავლესობის აზრით, დეზინფორმაციაც უფრო ხშირად, სწორედ ამ არხებით ვრცელდება. გამოკითხვამ აჩვენა, რომ რუსული და პრო-რუსული სარედაქციო პოლიტიკის ტელევიზიები ყველაზე ნაკლებად პოპულარულია, თუმცა გამოკითხულთა 30%, რუსულ ან პრო-რუსულ არხებს კვირაში ერთხელ მაინც უყურებს.

ამავე გამოკითხვის თანახმად, ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა ურყევია. ევროკავშირში წევრობის მთავარი მოტივატორი ეკონომიკური ფაქტორებია, ხოლო NATO-ს წევრობის მთავარი მიზეზი - უსაფრთხოება.

ევროკავშირის წევრობის სურვილი საქართველოს მოსახლეობის, პრაქტიკულად, ყველა ჯგუფში კონსენსუსის საგანია და მას გამოკითხულთა 72% ემხრობა, მაშინ როცა, ევროკავშირის წევრობას მხოლოდ 13% ეწინააღმდეგება. მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს მიაჩნია, რომ ევროკავშირში გაწევრიანება რუსეთთან დაძაბულობას (59%) და ახალგაზრდების ქვეყნიდან გადინებას (55%) გამოიწვევს, რასაც ნეგატიურად აღიქვამს.

ანტიდასავლური პროპაგანდის გზავნილებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ლიბერალურ ღირებულებებს წინ წამოსწევს და ეკლესიის როლის შემცირებას გამოიწვევს, მოსახლეობის შედარებით ნაკლები ნაწილი აღიქვამს, როგორც შესაძლო ნეგატიურ შედეგს.

ევროკავშირის მსგავსად, გამოკითხულთა უმრავლესობა (59%) NATO-ს წევრობის მომხრეა, ხოლო სამხედრო ნეიტრალიტეტს 21% უჭერს მხარს. NATO-ს წევრობის მოტივატორად ქვეყნის უსაფრთხოება მოიაზრება. ნეიტრალიტეტის მომხრეები კი მიიჩნევენ, რომ ნატოს წევრობა რუსეთთან კონფლიქტს გამოიწვევს.

საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა (53%) მიიჩნევს რომ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების შესახებ საერთო ღირებულებების გამო აშშ და ევროკავშირი საქართველოსთვის საუკეთესო პარტნიორები არიან.

აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა უმეტესი ნაწილი (45%) ფიქრობს, რომ დასავლეთთან ინტეგრაცია ხელს შეუწყობს საქართველოს კულტურისა და ტრადიციების შენარჩუნებას, თუმცა ყოველი მეხუთე მიიჩნევს, რომ რუსეთი უკეთესი პარტნიორია და ტრადიციებიც უფრო მეტად რუსეთთან კავშირში გადარჩება.

მოსახლეობის აზრი გაყოფილია, იმაზე თუ როგორი უნდა იყოს რიტორიკა რუსეთის მიმართ.

გამოკითხულთა 40%-ის აზრით, რუსეთისადმი მკაცრი რიტორიკა მნიშვნელოვანია, იმისთვის რომ მსოფლიომ საქართველოს ოკუპაციის შესახებ იცოდეს, მაშინ როცა 41% მიიჩნევს, რომ რუსეთის მკაცრი კრიტიკა საფრთხეს უქმნის საქართველოს უსაფრთხოებას.

როგორც კვლევა აჩვენებს, რუსეთისადმი ფრთხილი რიტორიკის პოზიციას, დიდწილად, ეკონომიკური ფაქტორები განსაზღვრავს - მოსახლეობის 47%-ის აზრით, საქართველომ თავი უნდა აარიდოს რუსეთის განაწყენებას, რათა შეინარჩუნოს ვაჭრობა და ტურისტების ნაკადი, რაც პროპაგანდისთვის ნოყიერ ნიადაგს ქმნის. თუმცა, უმრავლესობისთვის (80%) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მთავარ საფრთხედ კვლავ რუსეთი რჩება.

საზოგადოების ნაწილი გარკვეული დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული გზავნილებისადმი მოწყვლადია.

მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის 45% მიიჩნევს რომ აშშ საქართველოს პარტნიორი ხოლო მსოფლიოში დემოკრატიისა და თავისუფლების მხარდამჭერია, თითქმის მესამედი ეთანხმება ანტი-ამერიკულ პროპაგანდისტულ გზავნილს, რომ აშშ-ს საქართველოს ტერიტორიის რუსეთის წინააღმდეგ გამოყენება სურს. მაღალია მოწყვლადობა ანტი-თურქული ნარატივისადმიც - 57% მიიჩნევს, რომ თურქეთი აჭარაში უარყოფით როლს ასრულებს და რეგიონის ოკუპაციას ცდილობს. აღსანიშნავია, რომ მსგავს რიტორიკას პრორუსული პარტიები საარჩევნო პერიოდშიც მიმართავდნენ. დეზინფორმაციისადმი მოწყვლადობას აჩვენებს ასევე საბჭოთა კავშირისა და სტალინისადმი არაერთგვაროვანი და ურთიერთწინააღმდეგობრივი დამოკიდებულებებიც.

შიდა პოლიტიკურ კონტექსტში, პრობლემებზე პასუხისმგებლობას მოსახლეობა უფრო მეტად ქართულ ოცნებას აკისრებს.

ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ პოლარიზაციაზე მთავარ პასუხისმგებლად გამოკითხულთა 42%-ს „ქართული ოცნება“, 16%-ს ოპოზიცია, ხოლო 29%-ს ორივე თანაბრად მიაჩნია. ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებზეც გამოკითხულთა უმრავლესობა (61%) პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ აკისრებს. მოსახლეობის 27% დარწმუნებულია, რომ “ქართული ოცნება” პროდასავლური საგარეო პოლიტიკის ერთგულია, თუმცა უფრო დიდი ნაწილი (39%) მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკა არ არის ჭეშმარიტად პროდასავლური და რომ მას ხშირად რუსეთისთვის მოაქვს სარგებელი.

კვლევის ფარგლებში, სულ ჩატარდა 3,024 პირისპირ ინტერვიუ. გამოკითხვა მთელი საქართველოს მასშტაბით, 2021 წლის 16 ნოემბრიდან 14 დეკემბრამდე.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.