მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში გადაიყვანეს
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა რუსთავის მე-12 პენიტენციური
დაწესებულებიდან "ვივამედში"
გადაიყვანეს. ადგილზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული.
ტერიტორია ყვითელი ლენტით შემოისაზღვრა.
იუსტიციის სამინისტრომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, კლინიკა "ვივამედში" გადაყვანა 10 მაისს შესთავაზა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაურესების პრევენციის მიზნით. სააკაშვილი დათანხმდა, თუმცა რამდენიმე პირობით.
სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრებმა 27 აპრილს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულეს. მათი შეფასებით, ბოლო ვიზიტთან შედარებით, რომელიც იანვარში შედგა, პაციენტის მდგომარეობა დამატებით მნიშვნელოვნადაა გაუარესებული.
ამასთან, 16 არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მისი სათანადო მკურნალობის შესახებ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა მიიღონ, მათ შორის, ქვეყნის ფარგლებს გარეთაც.
იგივე მითხოვა ენმ-მ.
ამასთან, აქციები გაიმართა ექსპრეზიდენტის უცხოეთში გადაყვანის მოთხოვნით. მათ შორის, ექიმებმა აქცია ზუგდიდშიც გამართეს. ისინი ამბობენ, რომ საქართველოში მოქმედი სამედიცინო სერვისები ვერ უზრუნველყოფენ მიხეილ სააკაშვილის სათანადო მკურნალობას.
სპეციალური პენიტენციური სამსახური ირწმუნებოდა, რომ ექსპრეზიდენტი მუდმივი მონიტორინგის ქვეშ იყო.