ახალი ამბები
აზოვსტალში ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ტატო ბიგვავა დაიღუპა. ის რუსი სამხედროების ავიაიერიშებს აზოვსტალის ტერიტორიაზე ემსხვერპლა.

დაღუპული ახალგაზრდა რამდენიმე წელია უკრაინაში მშობლებთან ერთად ცხოვრობდა. ის წარმოშობით ზუგდიდის სოფელ ნარაზენიდანაა.

გარდაცვლილის ცხედარი ამ დრომდე აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზეა. უცნობია როდის მოხერხდება მისი გადმოსვენება.

ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 11 ქართველი მებრძოლი დაიღუპა: ტატო ბიგვავა, დავით რატიანი, გია ბერიაშვილი, ნიკა შანავა, დავით მენაბდიშვილი, ბახვა ჩიქობავა, დავით გობეჯიშვილი, არკადი კასრაძე, ზაზა ბიწაძე და ალიკა ცაავა. ამ დრომდე ვერ ხერხდება მარიუპლში დაღუპული ბახვა ჩიქობავას სამშობლოში გადმოსვენება, რადგან ქალაქი რუსი საოკუპაციო ძალების ალყაშია.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. თავდასხმებს ასობით სამხედრო პირი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. რუსული სამხედროების მიერ იბომბება საავადმყოფოებიც, საბავშვო ბაღები, სკოლები და დასახლებული პუნქტები. ყოველდღიურად იზრდება დაღუპული ბავშვების რაოდენობაც.