ახალი ამბები
ცხედარიც არ გვაქვს, რომ დავიტიროთ და მოვეფეროთ - მარიუპოლში დაღუპული ტატო ბიგვავას ბიძა
FaceBook Twitter
E-mail Print
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, ტატო ბიგვავას ბიძის, ტრისტან ბიგვავას განცხადებით, მისი ძმისშვილი "აზოვის" პოლკში ერთ-ერთი ასეულის მეთაური იყო. მისი ინფორმაციით, ტატო ბიგვავა საბრძოლო ოპერაციის დროს, რუსული არმიის ავიაიერიშისას დაიღუპა. როგორც ტრისტან ბიგვავა აცხადებს, მასთან ერთად დაღუპულია კიდევ 18 "აზოველი", არიან დაჭრილებიც.

ქართველი მებრძოლის ოჯახმა არ იცის, როდის იქნება შესაძლებელი, რუსული არმიის მიერ თითქმის სრულად ოკუპირებული უკრაინის ქალაქ მარიუპოლიდან ცხედრის გამოსვენება.

"ჩვენის მეორე სიკვდილია ის რომ ცხედარსაც არ გვაძლევენ, რომ დავიტიროთ და მოვეფეროთ. ცხედარსაც არ ველოდებით უახლოეს მომავალში, თუ საერთოდ იქნება, ესეც არ ვიცით", - ამბობს დაღუპულის ბიძა ტრისტან ბიგვავა, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენში ცხოვრობს.

27 წლის მებრძოლის ოჯახი ოკუპირებული აფხაზეთიდან, სოხუმიდან დევნილია. ოჯახი წლებია კიევში ცხოვრობს. ბიძის ინფორმაციით, უკრაინის დედაქალაქში დაიბადა და უმაღლესი განათლებაც იქვე მიიღო ტატო ბიგვავამ. მოგვიანებით მან სამხედრო აკადემიაც დაამთავრა და 2015 წლიდან შეუერთდა "აზოვის" პოლკს.

"ტატოს მიღებული აქვს უკრაინის მთავრობისგან სამხედრო ორდენი მამაცობისთვის. რაც ომი დაიწყო პირველი დღიდან არის ჩართული...აქ რომც ყოფილიყო, მაინც არ გაჩერდებუდა და წავიდოდა. იმიტომ რომ ასთი მებრძოლი კაცი იყო.

ის იცავდა როგორც უკრაინას, ასევე საქართველოს იმ ომში. სამკერდე ნიშანიც ასეთი ჰქონდა - უკრაინის დროშა და საქართველოს დროშა ერთად. ორი სამშობლო მაქვსო სულ ამას ამბობდა", - უთხრა ჟურნალისტებს ტრისტან ბიგვავამ, უკრაინაში დაღუპული 27 წლის ქართველი მებრძოლის, ტატო ბიგვავას ბიძამ.

ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 11 ქართველი მებრძოლი დაიღუპა: ტატო ბიგვავა, დავით რატიანი, გია ბერიაშვილი, ნიკა შანავა, დავით მენაბდიშვილი, ბახვა ჩიქობავა, დავით გობეჯიშვილი, არკადი კასრაძე, ზაზა ბიწაძე, ალიკა ცაავა და ბახვა ჩიქობავა. ყველა მათგანის ცხედარი, გარდა ბახვა ჩიქობავასი და ახლა უკვე ტატო ბიგვავასი საქართველოში ჩამოსვენეს და საგვარეულო სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. ბახვა ჩიქობავა, ისევე როგორც ტატო ბიგვავა მარიუპლში დაიღუპა, ქალაქში, რომელიც რუსი საოკუპაციო ძალების ალყაშია.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. თავდასხმებს ასობით სამხედრო პირი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. რუსული სამხედროების მიერ იბომბება საავადმყოფოებიც, საბავშვო ბაღები, სკოლები და დასახლებული პუნქტები. ყოველდღიურად იზრდება დაღუპული ბავშვების რაოდენობაც.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა
ევროპულმა სასამართლომ მსჯავრდებულ
21:45 / 30.06.2022
საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მსჯავრდებულ
2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე, ჰააგის სისხლის სამართლის
საერთაშორისო სასამართლოს წინასასამართლო პალატამ,
19:37 / 30.06.2022
2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინასასამართლო პალატამ,
სახალხო დამცველი ეხმაურება მოძრაობა
19:19 / 30.06.2022
სახალხო დამცველი ეხმაურება მოძრაობა "შინ ევროპისკენ" კამპანიაში მონაწილეების მიმართ განხორციელებულ
პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ერთადერთი, ვინც ცდილობს
პოლარიზაციის პიკისკენ წაიყვანოს სიტუაცია,
16:45 / 30.06.2022
პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ერთადერთი, ვინც ცდილობს პოლარიზაციის პიკისკენ წაიყვანოს სიტუაცია,
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
180-მდე ადამიანი არ შემოვუშვით, მათში ალბათ „დოჟდის“ ჟურნალისტიც მოჰყვა - შს მინისტრი
შინაგან საქმეთა მინისტრი უარყოფს ინფორმაციას, რომ უპრეცედენტოდ მოიმატა საქართველოში რუსეთის
ქალთა გაძლიერებისთვის მებრძოლი ფერმერი სოფელ კახათიდან [ვიდეო]
დილაადრიან, როცა ჯერ კიდევ ბნელა და მხოლოდ მამლების
„ჩემი მორდუ“ -  როგორ მუშაობს რეგიონში პირველი ხანდაზმულთა ცენტრი [ვიდეო]
თამაშში ყველაზე მეტად მე მიმართლებს და ვიგებ კიდევაც,
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.