ახალი ამბები
განახლებული ნიკოსეული სასახლის სადრენაჟე სისტემის რემონტისთვის 46 ათას ლარამდე გამოიყო
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდში, ნიკო დადიანის სასახლის სადრენაჟე სისტემების მოსაწყობად ტენდერი გამოაცხადდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად 45 824 ლარი გამოიყო.

სატენდერო დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ შენობის ძირითადი ნაწილი და მისი მზიდი კედლებიც საკმაოდ კარგ და "კონსტრუქციულად მდგრად მდგომარეობაშია", ჩატარებული აღდგენა-რესტავრაციის სამუშაოების შედეგად კი მთელი რიგი დაზიანებები აღმოიფხვრა. თუმცა, ამ სამუშაოების მიუხედავად, სარდაფის სართულში არსებული ჭარბი ტენი საგანგაშოა.

"ტენდერის მიზანია სასახლის სადრენაჟე სისტემების მოწყობის საპროექტო დოკუმენტაცის მომზადება. პროექტმა უნდა მოიცვას სასახლის სარდაფის არსებული მძიმე მდგომარეობის გამოსწორების აუცილებელი ყველა ღონისძიება. შენობას სერიოზულ პრობლემას უქმნის როგორც სახურავიდან ჩამოდენილი, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე დაგროვილი წვიმის წყალი, რომელიც პირდაპირ ჩაედინება სარდაფში და აზიანებს საძირკველს. შენობის უკანა ნაწილის სარდაფში არსებობს წყლისგან შემოტანილი ტალახის სქელი, 25-30 სმ ფენა. ინტერიერის ინტენსიური დატენიანება შენობას სერიოზულ პრობლემას უქმნის.

ყურადსაღებია ცოკოლის კედლების მდგომარეობა, აგურის წყობა იშლება ხელის შეხებით. გასულ წლებში ჩატარებულმა სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო სამუშაოებმა (მოეწყო სარინელი შენობის მთელ პერიმეტრზე და წყლის ორგანიზებული გადაყვანა სანიაღვრე სისტემაში) ვერ უზრუნველყო სარდაფის სართულში სისველის არიდება და შესაბამისად სინესტის აცილება", - ვკითხულობთ დოკუმენტაციაში.

დაგეგმილი მომსახურების შესრულების ვადაა 90 კალენდარული დღე.

ნიკოს სასახლის სარეკონსტრუქციო სამუშაოები 2015 წლის აგვისტოში დაიწყო და 2019 წელს დასრულდა. სამუშაოებისთვის 3 მილიონ ლარამდე დაიხარჯა, რომელიც ფონდმა "ქართუმ" გაიღო. სამუშაოების დამკვეთი საქართველოს კულტურული მემკვიდრობის დაცვის ეროვნული სააგენტოა.

თუმცა, ახლადრეკონსტრუირებულ სასახლეში იატაკის ნაწილი 2021 წლის ივნისში დაშალეს და ხელახლა დააგეს. მიზეზი მისი დანესტიანება გახდა.

სამუშაოების მწარმოებელ სამშენებლო კომპანია "ტაო ტბელში" მაშინ "ლაივპრესს" უთხრეს, რომ შენობას დრენაჟის ძველი პრობლემები ჰქონდა, რომელიც აღმოფხვრეს და საგანგაშო არაფერი არ ხდებოდა. კომპანიაში ირწმუნებოდნენ, რომ სასახლე დეტალურად შეისწავლეს, და რომ მსგავსი პრობლემები მომავალში არ იქნებოდა.

დადიანების ბაღსა და სასახლეთა კომპლექს 2006 წლიდან კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული, ხოლო 2015 წელს მთავრობის დადგენილებით განესაზღვრა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.