ახალი ამბები
საქართველოში 29 გრადუსამდე დათბება
13-14 მაისს საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერი დაბლობსა და ბარში +24, +29 გრადუსამდე დათბება.

15 მაისს სითბოს ფონზე ზოგან შესაძლოა იწვიმოს.

16 მაისს გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო, ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია შედარებით გრილი, წვიმიანი და ქარიანი ამინდი.

თბილისში 13-15 მაისს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +26, +28 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება. 16 მაისს ხანმოკლე წვიმა ელჭექით, იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +20, +22 გრადუსამდე დაიკლებს.