უკრაინაში ასამდე „კადიროველი“ დაიღუპა და სამასამდე დაიჭრა - დაზვერვა
14:19 / 15.05.2022
უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ასამდე ე.წ. "კადიროველი" დაიღუპა,
300-მდე დაიჭრა,
60-მდე კი უბრალოდ გაიქცა. ინფორმაციას გამოცემა "უნიანი" უკრაინის
თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოზე დაყრდნობით
ავრცელებს.
ამავე ცნობებით, უკრაინის ომში ჩეჩნეთიდან დაახლოებით 2,5 ათასი მებრძოლი მონაწილეობდა. გამოცემა წერს, რომ ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის ბატალიონის მთავარი ამოცანა იყო უკრაინელების დაშინება და გენოციდი.
უკრაინის დაზვერვის თანახმად, შეტევისას "კადიროველები" დაკავებულნი იყვნენ საცხოვრებლების ჩხრეკით, მძევლებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების შეურაცხყოფით, ძარცვით.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. თავდასხმებს ასობით სამხედრო პირი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. რუსული სამხედროების მიერ იბომბება საავადმყოფოებიც, საბავშვო ბაღები, სკოლები და დასახლებული პუნქტები. ყოველდღიურად იზრდება დაღუპული ბავშვების რაოდენობაც.