ახალი ამბები
ზუგდიდის საკრებულომ ხალხს დაუკარგა სოფლის პროგრამებისთვის გათვლილი 1 მილიონამდე ლარი - „ქართული ოცნება“
FaceBook Twitter
E-mail Print
"ქართული ოცნების" სამეგრელო-ზემო სვანეთის ორგანიზაციის განცხადებით, მუნიციპალიტეტი კარგავს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტების განხორციელების შესაძლებლობას. მიზეზი კი როგორც პარტიაში ირწმუნებიან, ზუგდიდის ოპოზიციური საკრებულოს დაუდევრობაა, რადგან კანონით გათვლილ ვადებში არ მიიღო საკითხი. თავის მხრივ განცხადებას აქვეყნებს საკრებულო და მომხდარს მერიის მხრიდან უყურადღებობით და კომპეტენციის ნაკლებობით ხსნის.

განცხადებაში, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" 15 მაისს გაავრცელა, ნათქვამია, რომ საუბარია 948 ათას ლარზე, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოუყო.

"როცა ვისმენდით, რომ თითქოს გახარია/ნაცმოძრაობის კოალიცია ზუგდიდის საკრებულოში ხალხის საკეთილდღეოდ მოდიოდა ფარსი აღმოჩნდა. ამაზე ჩვენ თავიდანვე ვაცხადებდით, თუმცა ახლა ეს ფაქტებით დასტურდება. მაშინ, როცა მერიამ მიმართა საკრებულოს ვადების დაცვით, მიაწოდა სოფლის კრებებზე ხალხის მიერ დასმული პრობლემები და სთხოვა პროგრამის მხარდაჭერა - მათ ვერ მოახერხეს ელემენტარულად საკითხის გატანა და ხალხს დაუკარგეს 1 მილიონამდე ლარი, რომელიც უნდა მოხმარებოდა ჩვენს სოფლებში სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს. მათ გადაინაწილეს თანამდებობები, აიღეს პასუხისმგებლობა და ვხედავთ შედეგს. ეს არის უპასუხისმგებლობა საკუთარი მოსახლეობის წინაშე და ამტკიცებს მათ დამოკიდებულებას საქმისადმი", - აცხადებენ "ქართულ ოცნებაში".

ზუგდიდის საკრებულოს დღევანდელი განცხადების თანახმად კი, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის საკითხი განხილული იყო 28 აპრილს და დამტკიცდა 6 მაისის მორიგ სხდომაზე.

მათი ცნობით, სამწუხაროდ, მერიას არც მომართვის წერილში და არც საკრებულოში განხილვის დროს არ გამოუხატავს პოზიცია, რომ აღნიშნული საკითხი საჭიროებდა დაჩქარებული წესით განხილვას.

"მეტიც, მათ ინფორმაციაც არ ჰქონდათ აღნიშნული საკითხის დამტკიცების ვადებზე, რაზეც მეტყველებს ის ფაქტი, რომ მერიას შენიშვნაც კი არ გამოუთქვამს დაფინანსების შესაძლო დაკარგვაზე.

აღნიშნული სრულად განეკუთვნება მერიის კომპეტენციას და პასუხისმგებლობის სფეროს, შესაბამისად ეს კონკრეტული შემთხვევა მათი მხრიდან უყურადღებობით აიხსნება, კომპეტენციის ნაკლებობით თუ სხვა რაიმე გარემოებით, საზოგადოებას და ზუგდიდელებს ამასთან დაკავშირებით მათი მხრიდან სჭირდებათ კონკრეტული განმარტებები.

მერიას ვურჩევდით, მსგავს მნიშვნელოვან საკითხებზე მეტი ყურადღება გამოიჩინონ და ჰქონდეთ აქტიური კომუნიკაცია საკრებულოსთან.

საქართველოს მთავრობას კი გვინდა მოვუწოდოთ, შესაბამის დადგენილებაში შეიტანოს ცვლილება და მუნიციპალიტეტებს მისცეს სოფლის მხარდაჭერის პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა", - განმარტავენ საკრებულოში, რასაც "ქართულ ოცნებაში" უპასუხისმგებლო განცხადება უწოდეს.

პარტიის ადგილობრივ ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ ზუგდიდის მერიამ მასზე დაკისრებული ვალდებულებები შეასრულა, პროექტით გათვალისწინებული სოფლის კრებები ჩაატარა, მოქალაქეების მიერ წამოჭრილი საკითხები დაამუშავა და დასამტკიცებლად 14 აპრილს ზუგდიდის საკრებულოს გაუგზავნა. თუმცა საკრებულოს სხდომაზე მისი განხილვა ვადების შესაბამისად არ მოუხდენია, არადა კანონით განსაზღვრული ვადა 1-ელ მაისს ეწურებოდა.

"ვადების შეხსენება ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარეს არ უნდა სჭირდებოდეს, მაშინ როცა ის მერის პირველი მოადგილის პოზიციაზე მუშაობის დროს თავად კურირებსდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამას.

ზუგდიდის ოპოზიციურ საკრებულოს არ ჰყოფნის გამბედაობა აღიაროს შეცდომა და აიღოს პასუხისმგებლობა. კანონის არცოდნა და დილეტანტობა არ ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელობას და მის თანამდებობის პირებს პასუხისმგებლობისგან. მათი ვალდებულებაა ხელი შეუწყონ მუნიციპალური თუ სახელმწიფო სერვისებისა და პროექტების განხორციელებას - ჩვენ კი მივიღეთ, რომ საკრებულო ხელშეწყობის ნაცვლად ხელს უშლის მოქალაქეებს მიიღონ არსებული სერვისები და პროექტები", - ნათქვამია განცხადებაში. აქვე მიაჩნიათ, რომ რეალურად სოფლის მხარდაჭერის პროგრამებზე პრობლემები შეიქმნა სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით მხოლოდ ორ მუნიციპალიტეტში (ზუგდიდი, წალენჯიხა), სადაც საკრებულოს უმრავლესობას "გახარიას და ნაციონალების კოალიცია" ფლობს.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.