ვეფხისტყაოსანი აფხაზურ ენაზე გამოიცა
1941 წელს აფხაზურ ენაზე დაბეჭდილი "ვეფხისტყაოსნის"ფოტოტიპური
ვერსია კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული
ცენტრმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
ხელშეწყობითა და აფხაზეთის კულტურისა და განათლების სამინისტროს
მიმართვის საფუძველზე გამოსცა.
გამოცემის ორიგინალი კი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის იშვიათი ბეჭდური გამოცემების ფონდში ინახება.
აფხაზურენოვანი "ვეფხისტყაოსნის" წარდგენა თბილისის საკრებულოში შედგა.
დედაქალაქის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ კახა ლაბუჩიძემ განაცხადა, რომ დღევანდელ დღეს, საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში, აფხაზურენოვანი "ვეფხისტყაოსნის" წარდგენა ქართულ-აფხაზური ურთიერთობის კიდევ ერთი საუკეთესო გამოხატულებაა.
"ვეფხისტყაოსანი", როგორც მსოფლიო ხელოვნების საგანძური, მრავალ ენაზეა თარგმნილი. რამდენიმე დღის წინ მექსიკის ქალაქ გვადალაჰარაში ხალისკოს უნივერსიტეტში, "წიგნის მსოფლიო დედაქალაქის ფარგლებში დავესწარი ესპანურენოვანი "ვეფხისტყაოსნის" პრეზენტაციას, რომელიც მოამზადა ქართულ - ესპანურმა ჯგუფმა. დღევანდელ დღეს, საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში, წარდგენაა აფხაზურენოვანი "ვეფხისტყაოსნის", რაც ქართულ -აფხაზური ურთიერთობის საუკეთესო გამოხატულებაა. აქვე მინდა პირველი აფხაზურენოვანი "ვეფხისტყაოსნის" მთარგმნელის, დიმიტრი გულიას სიტყვები გავიხსენო, რომელიც ქართველებსა და აფხაზებს ანდერძად დაგვიტოვა: "აფხაზი, რომელიც სახლს აიშენებს და ქართველის ეზოსკენ არ გაჭრის ფანჯარას, ის აფხაზი არაა", - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.
როგორც შეხვედრაზე აღნიშნეს, რუსთაველის უკვდავი ქმნილების თარგმანი ცნობილ აფხაზ მწერალს დიმიტრი გულიას ეკუთვნის, ხოლო წიგნის რედაქტორი კი ქართველი მეცნიერი, აკადემიკოსი სიმონ ჯანაშიაა. წიგნი 2021 წელს, 1941 წელს გამოცემული აფხაზურენოვანი "ვეფხისტყაოსნის" 80 წლის თავზე დაიბეჭდა.