ახალი ამბები
უკრაინაში დაღუპული ბავშვების რიცხვი 229-მდე გაიზარდა
უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, 229 ბავშვი დაიღუპა. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 421-მა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. ეს ციფრები ჯერ კიდევ ზუსტდება და პერიოდულად იცვლება.

ყველაზე მეტი, 140 ბავშვი დონეცკის ოლქში დაშავდა, კიევის ოლქში 116, ხარკოვში 100, ჩერნიგოვში 68, ხერსონში 48, ლუგანსკში 45, მიკოლაევში 44, ზაპოროჟიეში 28, სუმში 17, კიევში 16, ჟიტომირში 15.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. თავდასხმებს ასობით სამხედრო პირი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. რუსული სამხედროების მიერ იბომბება საავადმყოფოებიც, საბავშვო ბაღები, სკოლები და დასახლებული პუნქტები. ყოველდღიურად იზრდება დაღუპული ბავშვების რაოდენობაც.