ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა
10:32 / 16.05.2022
"რუსთავი 2"-ის საქმეზე 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა
მიუსაჯა თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას.
მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ განაჩენი რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. მოსამართლე განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ 11 მაისს გავიდა.
ამავე საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებით, "ინტერ მედია პლუს"-ის დირექტორ ზურაბ იაშვილი გამართლდა. გაუქმდა მის მიმართ გირაო. ასევე, მოიხსნა ქონებაზე დადებული ყადაღა.
რაც შეეხება "რუსთავი 2"-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორ კახაბერ დამენიას, მის მიმართ წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 220-ე მუხლით და ცნობილ იქნა დამნაშავედ. დამენიას ჯარიმის სახით 50 000 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა.
პროკურატურამ "რუსთავი 2"-ის საქმეზე ნიკა გვარამიას, ასევე "რუსთავი 2"-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორ კახა დამენიასა და "ინტერ მედია პლიუსის" დირექტორ ზურაბ იაშვილს ბრალი 2020 წლის 6 სექტემბერს წაუყენა.
მთავარი არხის დამფუძნებელს ნიკა გვარამიას "რუსთავი 2-ის" დირექტორობის დროს, ტელეკომპანიის კუთვნილი ქონების დიდი ოდენობით გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებოდა. კახა დამენიას "რუსთავი 2"-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში, რაც ჩადენილი იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. ზურაბ იაშვილს ბრალი ედებოდა კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში.