ახალი ამბები
რუსული არმიის მიერ დონეცკის ოლქის დაბომბვისას 6 მოქალაქე დაიღუპა
რუსულმა არმიამ დონეცკის ოლქზე საჰაერო ბომბებით და რაკეტებით მიიტანა იერიში. დაიღუპა 6 მოქალაქე, 12 დაიჭრა.

დონეცკის ოლქის პოლიციის ცნობით, რუსმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს 10 დასახლებულ პუნქტს. მათ შორის არის: მარიუპოლი, ავდეევკა, ტორეცკი, ლიმანი, სოლედარი, ჟელეზნოე, ბახმუტი, ნიუ-იორკი, დიბროვა, ბახმუტსკოე.

"განადგურდა 36 სამოქალაქო ობიექტი - საცხოვრებელი კორპუსები, მეჩეთი, ქარხანა, კაფე და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები. რუსეთის მხრიდან ომის დანაშაულებები დოკუმენტირებულია. პოლიციამ წინასწარი გამოძიება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლით (ომის კანონებისა და წესის დარღვევა) დაიწყო", - ნათქვამია ინფორმაციაში.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. თავდასხმებს ასობით სამხედრო პირი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. რუსული სამხედროების მიერ იბომბება საავადმყოფოებიც, საბავშვო ბაღები, სკოლები და დასახლებული პუნქტები. ყოველდღიურად იზრდება დაღუპული ბავშვების რაოდენობაც.