„ხორბლის და ფქვილის საკმარისი მარაგი გვაქვს, აჟიოტაჟის საფუძველი არ არის“ - ღარიბაშვილი
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ირწმუნება, რომ ქვეყანაში
ხორბლის და ფქვილის საკმარისი მარაგია.
მისი თქმით, გარკვეულმა მცირე ჯგუფმა მოახდინა საკითხის პოლიტიზირება
და აჟიოტაჟიც ხელოვნურად შეიქმნა. მთავრობის მეთაურის თქმით, ერთ
თვეში, თვე-ნახევარში საკუთარი ხორბლის მოსავალსაც აიღებენ.
"დარგის წარმომადგენლები ითხოვენ ფქვილზე გადასახადის შემოღებას, ხომ? - რაც, რა თქმა უნდა, გამოიწვევს პურის ფასის ზრდას. ეს ჩვენს ინტერესებში არ შედის. არც ჩვენი ხალხის, ჩვენი მოსახლეობის ინტერესებში შედის. აქედან გამომდინარე, ეს აჟიოტაჟი, მე ვფიქრობ, რომ იყო აბსოლუტურად ხელოვნურად გამოწვეული, არავითარი პრობლემა ჩვენს ქვეყანას დღეს არ აქვს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
თავის მხრივ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ განმარტა, რომ შეფერხება მომარაგებასთან დაკავშირებით არ არსებობს, არის რეალურად მოწოდებაში ცვლილება ფქვილის და ხორბლის ბალანსში, რაც გამოწვეულია ძირითადი იმპორტიორი ქვეყნის მიერ დაწესებული საექსპორტო გადასახადით ხორბალზე.
მისივე თქმით, 54 000 ტონა ფქვილია შემოსული დღემდე, მიმდინარე წლის განმავლობაში, დაახლოებით 43 000 ტონა ხორბალი და ეს დისბალანსი, წინა წელთან შედარებით რომელიც შეიქმნა, სწორედ ამ საკითხს უკავშირდება, რადგან ხორბალზე დაწესებულმა გადასახადმა არაკონკურენტულ ვითარებაში აღმოაჩინა მომწოდებლები ფქვილის და ხორბლის ნაწილში.
"გრძელვადიან პერსპექტივაში, ჩვენ, როგორც თქვენთვის ცნობილია, ვმუშაობთ პროგრამაზე, რომელიც ქვეყანაში მარცვლეულის წარმოების და ხორბლის წარმოების ზრდას შეუწყობს ხელს, ხოლო მოკლევადიან პერსპექტივაში ამ საკითხის დარეგულირებაზე ვფიქრობთ, რომ კიდევ არის სამუშაო", - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
"საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის" აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ 13 მაისს განაცხადა, რომ ქვეყანაში ხორბლის მარაგი ამოწურულია და უახლოეს დღეებში ყველა წისქვილი გაჩერდება.
მალევე ამ განცხადებას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უპასუხა. მათი თქმით, საქართველოში ხორბლის იმპორტი, დიდწილად ფქვილის იმპორტმა ჩაანაცვლა. როგორც უწყებაში განმარტავენ, ქვეყანაში ხორბლის ფქვილის დეფიციტის შექმნის საფუძველი არ არსებობს.