„გვარამია პუტინის პატიმარია“, - მედიების და არასამთავრობოების მხარდამჭერი აქცია ზუგდიდში
ზუგდიდში გააპროტესტეს "მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას
დაპატიმრება. "გვარამია პუტინის პატიმარია",
"ვერ გამაჩუმებ", - ამ შინაარსის ტრანსფარანტებით, მედიის და
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სოლიდარობა
გამოუცხადეს ტელეკომპანიას და დაგმეს სასამართლოს გადაწყვეტილება.
"ფორმულას" ჟურნალისტ დავით მანიას განცხადებით, ეს მათი მხრიდან არ არის სოლიდარობა მხოლოდ ნიკა გვარამიას მიმართ, არამედ დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიის მიმართაც.
"მე წარმოვადგენ კრიტიკულ მედიას, მედიას რომელიც არის მიუღებელი ჩვენი მთავრობისთვის, თუ შეიძლება ამ ყველაფერს მთავრობა ერქვას. ვინც ვართ ოპოზიციურად განწყობილები, ვაპროტესტებთ, თუ და რა გადაწყვეტილება მიიღო დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ", - აღნიშნა დავით მანიამ.
თავის მხრივ, "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელ არჩილ თოდუას განცხადებით, ეს პოლიტიკურად მოტივირებული საქმეა, რომელიც სახიფათო გზავნილებს შეიცავს სხვა მედიებისთვისაც. მისივე თქმით, სახელმწიფო ცდილობს დააშინოს, ზეწოლა მოახდინოს იმ მედიებზე, რომელიც კრიტიკულია.
"ახლა განიხილება საქართველოს პასუხები იმ კითხვებზე, რაზეც არის დამოკიდებული, გავხდებით თუ არა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე სახელმწიფო. პრობლემა გვაქვს ის, რომ ეს არის მიკერძოებული გადაწყვეტილება, პოლიტიკური დევნა და საბოლოო ჯამში აფერხებს ქვეყნის განვითარებას, ქვეყნის ისტორიულ არჩევანს, რომ ის გახდეს დასავლური დასავლური ინსტიტუციების ნაწილი", - განმარტა არჩილ თოდუამ.
მისივე თქმით, ეს ყველაფერი საზოგადოების დაკვეთა არ არის. პირიქით, ქართული საზოგდოების მიზანია ქვეყანაში იყოს დემოკრატიული მმართველობა, სადაც თავისუფალი იქნება მედია ყველანაირი ზეწოლებისა და გავლენებისგან.
"რუსთავი 2-ის" საქმეზე ნიკა გვარამია და მასთან ერთად ბრალდებული კახაბერ დამენია სასამართლომ დამნაშავედ ცნო, ზურაბ იაშვილი კი უდანაშაულოდ.
მთავარი არხის დამფუძნებელს ნიკა გვარამიას "რუსთავი 2-ის" დირექტორობის დროს, ტელეკომპანიის კუთვნილი ქონების დიდი ოდენობით გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებოდა.
კახა დამენიას "რუსთავი 2"-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში ედებოდა, რაც ჩადენილი იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. ზურაბ იაშვილს ბრალი ედებოდა კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში.
სასამართლო გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ამერიკის საელჩოც. მათი თქმით, ის, რაც დღეს მოხდა, ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს ერთგულებას კანონის უზენაესობისადმი.