უკრაინის გენშტაბი იუწყება, "აზოვსტალიდან" 264 ჯარისკაცის ევაკუაციის შესახებ
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით,
მიმდინარეობს ოპერაცია "აზოვსტალის" ქარხნის ტერიტორიაზე ბლოკირებული
უკრაინის დამცველების გადასარჩენად.
მათი ცნობით, 53 მძიმედ დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე გადაიყვანეს ნოვოაზოვსკის სამედიცინო დაწესებულებაში, ხოლო კიდევ 211 ჰუმანიტარული დერეფნით ელენოვკაში.
გენშტაბში განმარტავენ, რომ უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მათი დაბრუნება გაცვლითი პროცედურებით მოხდება.
"მარიუპოლის დამცველები ჩვენი დროის გმირები არიან. ისინი სამუდამოდ შევიდნენ ისტორიაში. "აზოვსტალზე" პოზიციების შენარჩუნებით, ისინი მტერს არ აძლევდნენ უფლებას 17-მდე საბატალიონო-ტაქტიკური ჯგუფი (დაახლოებით 20 000 პერსონალით) სხვა მიმართულებით გადაეყვანა, რითაც აღკვეთეს ზაპოროჟიეს სწრაფად აღების გეგმა, ხელი შეუშალეს მოწინააღმდეგეს დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრებამდე მიღწევაში და გაერთიანებული ძალების ოპერაციის დაჯგუფებების ალყაში მოქცევის პირობების შექმნაში", - აცხადებენ შტაბში.
"აზოვსტალიდან" დაჭრილი მეომრების ევაკუაციაზე ისაუბრა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში.
უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აღნიშნულ პროცესში უკრაინული მხარე, "წითელი ჯვარი" და გაერო მონაწილეობენ.
ზელენსკის სიტყვებით, უკრაინას ცოცხალი სჭირდება გმირები.
"ეს არის ჩვენი პრინციპი. ვფიქრობ, ყველა ადეკვატური ადამიანი ამ სიტყვებს გაიგებს. მარიუპოლის დამცველების გადარჩენის ოპერაცია ჩვენმა სამხედრო და დაზვერვის ოფიცრებმა დაიწყეს. ბიჭების სახლში მისაყვანად მუშაობა გრძელდება, ამას დრო სჭირდება", - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის გენერალური შტაბის თანახმად, "აზოვსტალში" მყოფთა გადარჩენის ოპერაცია გრძელდება.
თუ უკრაინის ვიცე-პრემიერ ირინა ვერეშჩუკს დავეყრდნობით, "აზოვსტალში" იმყოფება დაახლოებით 1000 მეომარი.
ორი თვეა რუსული არმიის ალყაშია დონეცკის ოლქის ქალაქი მარიუპოლი. ავიაიერიშების შედეგად თითქმის სრულად განადგურდა ქალაქი. ტერიტორიის შესწავლა აქტიური საომარი მოქმედებების გამო ვერ ხერხდება, შესაბამისად უცნობია დაღუპულთა ზუსტი ციფრი. მერიის წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლის რაოდენობა 20 ათასს აჭარბებს.
რუსეთი "აზოვსტალში" მყოფი უკრაინელი ჯარისკაცებისგან მოითხოვს იარაღის დაყრას და დანებებას, რასაც ისინი არ თანხმდებიან.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. თავდასხმებს ასობით სამხედრო პირი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. რუსული სამხედროების მიერ იბომბება საავადმყოფოებიც, საბავშვო ბაღები, სკოლები და დასახლებული პუნქტები. ყოველდღიურად იზრდება დაღუპული ბავშვების რაოდენობაც.