რუსეთთან მოლაპარაკებები შეჩერებულია - პოდოლიაკი
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველ მიხაილ პოდოლიაკის
განცხადებით,
რუსეთთან მოლაპარაკებები შეჩერებულია. მან აღნიშნა, რომ რუსების
მოთხოვნები, ფრონტზე განვითარებული მოვლენებისგან განსხვავებით, არ
იცვლება.
"ჩვენგან განსხვავებით, რუსეთის ფედერაციამ ომის 82 დღის განმავლობაში ვერ გაიგო, რომ უკრაინაში ვითარება სულაც არ არის ისეთი, როგორიც იყო თავიდან. მაგრამ ისინი არ ცვლიან დირექტივებს, აგრძელებენ შანტაჟს, საჯაროდ აცხადებენ რაღაც პოზიციებს...ისინი ცხოვრობენ სამყაროში, სადაც ვითომ "უკრაინული ნაციზმია". მსოფლიომ უკვე იცის, რომ დღეს ნაციზმის მხოლოდ ერთი სახეობაა - რუსული. ალბათ მეტი დროა საჭირო, რომ უფრო ზედმიწევნით მივუდგეთ ამ პრობლემას. მოლაპარაკებების პროცესის ფარგლებში რუსეთის დენაციფიკაციის პრობლემებს", - განაცხადა პოდოლიაკმა.
მისი სიტყვებითვე, მოლაპარაკების პროცესი შეჩერებულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მხარეები საბოლოოდ სასაუბროდ არ დასხდებიან.
"რუსეთის ფედერაცია კვლავ რჩება თავის სტერეოტიპულ აზროვნებაში. მაგრამ ნებისმიერი ომი მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება და ამ პროცესის მოდერატორი იქნება ბატონი ზელენსკი", - დასძინა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა.
კითხვაზე, გაითვალისწინებს თუ არა კიევი ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსის პოზიციას, რომლებსაც სურთ ომის სწრაფად დასრულება, რათა "პუტინის სახე გადაარჩინონ", პოდოლიაკმა უპასუხა, რომ "რუსეთის ფედერაცია ვერ შეძლებს ამ ომის შეჩერებას იმ ფორმით, როგორც ზოგიერთ ევროპელს სურდა".
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. თავდასხმებს ასობით სამხედრო პირი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. რუსული სამხედროების მიერ იბომბება საავადმყოფოებიც, საბავშვო ბაღები, სკოლები და დასახლებული პუნქტები. ყოველდღიურად იზრდება დაღუპული ბავშვების რაოდენობაც.