ახალი ამბები
„ვიბრძვით მთავარისთვის“ - ზუგდიდში ნიკა გვარამიას დაკავება და კრიტიკული მედიის დევნა გააპროტესტეს
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში დღეს "მთავარი არხის" მხარდამჭერი აქცია გაიმართა. შეკრებილებმა დაგმეს არამხოლოდ ტელეკომპანიის დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას დაპატიმრება, არამედ ზოგადად, ხელისუფლების დამოკიდებულება კრიტიკული მედიის მიმართ.

"შემდეგი შეიძლება ჩვენ ვიყოთ", "მეტი რაღა უნდა მოხდეს, ხდება ახლა", - ამ შინაარსის ტრანსფარანტებით შეიკრიბნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ოპოზიციური პარტია "დროას" ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელ მარიამ სიჭინავას განცხადებით, დღეს საქმე არ გვაქვს მხოლოდ ნიკა გვარამიას დაკავებასთან, არამედ იმ მოცემულობასთან, რომ "ქართული ოცნება" ებრძვის ქვეყანაში კრიტიკულ მედიებს, რაც დაუშვებელია.

"არ უნდა ხდებოდეს ეს იმ ქვეყანაში, რომელიც ავსებს ევროკავშირში მისაღებ კითხვარს. არ უნდა გვყავდეს ციხეში პოლიტპატმრები, არ უნდა ვდევნიდეთ კრიტიკულ მედიას და თავისუფალ სიტყვას", - აღნიშნა აქციის ორგანიზატორმა.

"სამართლიანი არჩევნების" ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი დავით ლოგუა ამბობს, რომ მათი ორგანიზაციაც უერთდება ქვეყანაში მიმდინარე პროტესტს, რისი მიზეზიც წლების განმავლობაში კრიტიკული მედიის წინააღმდეგ მიმართული ღონსძიებებია. დავით ლოგუას თქმით, ეს ყველაფერი ქვეყანას არ აახლოვებს იმ ღირებულებებთან, რაც ევროატლანტიკურ სივრცეს უკავშირდება, პირიქით, უკან გადადგმული ნაბიჯია:

"ერთგვარ თვითსაბოტაჟსაც ჰგავს მაშინ, როცა შევიტანეთ ევროკავშირის წევრობის განაცხადი. ამ ფონზე ეს ყველაფერი არის ძალიან ცუდი".

სამოქალაქო აქტივისტ ცაბუნია ვართაგავას თქმით კი, ბევრჯერ დაიმშვიდეს თავი იმით, რომ ხელისუფლებამ რაც უკვე გააკეთა, ამაზე მეტს ვერაფერს იზამს, თუმცა ყოველ ჯერზე საპირისპირო ხდება.

"ყოველ ჯერზე აღმოჩნდა, რომ უარესებს აკეთებს. ამჯერადაც ეს მოხდა და ხალხს ვეუბნები, ახლა არის ის, როცა ყველამ ერთად უნდა გავიღვიძოთ და მივხვდეთ, რომ ამის იქით, ასე გაგრძელება არ შეიძლება", - აღნიშნა ცაბუნია ვართაგავამ.

რამდენიმე დღის წინ, ზუგდიდში მედიის წარმომადგენლებმა გააპროტესტეს ნიკა გვარამიას დაკავება. საპროტესტო აქცია იმართება ამ წუთებში თბილისშიც.

16 მაისს, "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას თბილისის საქალაქო სასამარათლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

პროკურატურა მას 2019 წლიდან ედავებოდა "რუსთავი 2"- ში მისი დირექტორობის პერიოდში ტელეკომპანიის დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვას, მოსყიდვას, ყალბი დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას.

სასამართლომ გვარამია დამნაშავედ ცნო ორ ეპიზოდში - ტელეკომპანიისთვის 6 763 509 ლარის ზიანის მიყენებაში და ტელეკომპანიის სარეკლამო დროის ხარჯზე ძვირად ღირებული ავტომობილის მიღებაში.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ
მიშელს მადრიდში შეხვდა.
18:29 / 29.06.2022
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს მადრიდში შეხვდა.
სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე და მიხეილ ყაველაშვილი, რომლებმაც
გუშინ, 28 ივნისს
16:33 / 29.06.2022
სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე და მიხეილ ყაველაშვილი, რომლებმაც გუშინ, 28 ივნისს "ქართული ოცნება" და საპარლამენტო
დღეს, თბილისის დროით 14:10 საათზე, საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა
14:38 / 29.06.2022
დღეს, თბილისის დროით 14:10 საათზე, საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა
დუშეთში, მოქალაქის საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ არსებული სათავსო
შენობიდან სხვადასხვა დასახელებისა და რაოდენობის,
13:02 / 29.06.2022
დუშეთში, მოქალაქის საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ არსებული სათავსო შენობიდან სხვადასხვა დასახელებისა და რაოდენობის,
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
180-მდე ადამიანი არ შემოვუშვით, მათში ალბათ „დოჟდის“ ჟურნალისტიც მოჰყვა - შს მინისტრი
შინაგან საქმეთა მინისტრი უარყოფს ინფორმაციას, რომ უპრეცედენტოდ მოიმატა საქართველოში რუსეთის
ქალთა გაძლიერებისთვის მებრძოლი ფერმერი სოფელ კახათიდან [ვიდეო]
დილაადრიან, როცა ჯერ კიდევ ბნელა და მხოლოდ მამლების
„ჩემი მორდუ“ -  როგორ მუშაობს რეგიონში პირველი ხანდაზმულთა ცენტრი [ვიდეო]
თამაშში ყველაზე მეტად მე მიმართლებს და ვიგებ კიდევაც,
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.