ახალი ამბები
დავით ქირია დღეს სინგაპურში ბრძოლას გამართავს
სინგაპურში დღეს ზუგდიდელი კიკბოქსიორი, დავით ქირია გამართავს ბრძოლას. ქართველი სპორტსმენი მაროკოელ მოჰამედ ბუტასაას დაუპირისპირდება. გამგზავრებამდე მან განაცხადა, რომ დაპირისპირებისთვის მზად არის და გულშემატკივრობისთვის ყველას მადლობა გადაუხადა.

"მზადების პერიოდმა კარგად ჩაიარა. მე აუცილებლად გავაკეთებ მაქსიმუმს იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ქართული დროშა ღირსეულად ავაფრიალო", - აღნიშნა კიკბოქსიორმა.

დავით ქირია მსოფლიოს სამგზის ჩემპიონია.