ახალი ამბები
ლუგანსკში საჰაერო თავდასხმებს 13 უკრაინელი ემსხვერპლა
რუსების მიერ საჰაერო თავდასხმებს, ლუგანსკის ოლქში 13 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ოლქის გუბერნატორი, სერგეი გაიდაი "ტელეგრამზე" იტყობინება.

მისივე ცნობით დაზიანდა 60 სახლი.

მანვე აღნიშნა, რომ რუსმა სამხედროებმა ვერ შეძლეს სევეროდონეცკის შტურმით აღება, აქვთ დანაკარგი და უკან დაიხიეს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. საჰაერო და საარტილერიო თავდასხმები ამ დრომდე გრძელდება, რასაც ასობით სამხედრო პირი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. რუსული სამხედროების მიერ იბომბება საავადმყოფოებიც, საბავშვო ბაღები, სკოლები და დასახლებული პუნქტები. ყოველდღიურად იზრდება დაღუპული ბავშვების რაოდენობაც.