არასრულწლოვანს, რომელსაც შრომას აიძულებდნენ, დამსაქმებელმა სცემა - შრომის ინსპექცია
შრომის ინსპექციის სამსახურმა არასრულწლოვნის იძულებითი შრომის ფაქტი
გამოავლინა და დამსაქმებელი 10 ათასი ლარით დააჯარიმა. კერძოდ,
არაგეგმიური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ 15 წლის ბიჭი 5 თვის
განმავლობაში მუშაობდა მსხვილფეხა საქონლის სასაკლაოზე. მას ევალებოდა
ტერიტორიის დასუფთავება და ნარჩენების გატანა.
არასრულწლოვანთან გასაუბრების შედეგად გამოვლინდა, რომ მუშაობის დაწყებიდან მალევე, კომპანიის უფლებამოსილი პირი სისტემატიურად სთხოვდა სასაკლაოს მომიჯნავედ, მისი კუთვნილი ფერმის საქმიანობაში დახმარებას - მსხვილფეხა საქონლის მოვლას, გასამრჯელოს გარეშე. წინააღმდეგ შემთხვევაში სამსახურიდან გაგდებით ემუქრებოდა.
მუშაობის დაწყებიდან 5 თვის თავზე, არასრულწლოვანმა უარი უთხრა მის უშუალო ხელმძღვანელს ფერმაში საქმიანობის შესრულებაზე, რის პასუხადაც სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიიღო. ამასთან, ნამუშევარი დღეების ფულადი ანაზღაურების გარეშე დაითხოვა სამსახურიდან.
"ყოველივე ამის საფუძველზე, შრომის ინსპექციის სამსახურმა დაადგინა იძულებითი შრომის ფაქტი. ამას გარდა, ასევე დარღვეულია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებაც ( 01-126/ნ), რომლის მიხედვითაც აკრძალულია არასრულწლოვნის მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამსახურში დასაქმება. მსხვილფეხა საქონლის სასაკლაო და ფერმა კი სწორედ ამ კატეგორიას მიეკუთვნება", - აღნიშნულია განცხადებაში.